დიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში, მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა - 0:0.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში 7 ცვლილება განახორციელა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ შეტევებით დაიწყო, კრაევმა საჯარიმოში კვარაცხელია წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქემ ტემპის დაგდება სცადა, თუმცა ბურთი მალევე დავიბრუნეთ და მთელი გუნდით ისევ იერიშების ორივე ფლანგიდან მიტანა დავიწყეთ, 8 კუთხური ჩავაწოდეთ, მაგრამ ბულგარელები თავს კარგად იცავდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის დაცვის
გარღვევას ვერ ახერხებდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, რაღაც სიახლის შეტანა იყო საჭირო და სანიოლმა ყაზაიშვილი წიტაიშვილით შეცვალა. შემდეგ კვარაცხელია ორ მეურვეს გაექცა, მიქაუტაძეს გადაცემა გაუკეთა და მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მორიგი შეტევისას კი მიქაუტაძეს გატანა მიხაილოვმა არ დაანება. სანიოლმა მექვაბიშვილისა და აზაროვის ნაცვლად მოედანზე დავითაშვილი და კიტეიშვილი შეუშვა და შეტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. მერე წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთზე შეცვლაზე შესულმა ზივზივაძემ მეურვეს დაასწრო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეორე მცველს მოხვდა და საბოლოოდ ფრით დაკმყოფილება მოგვიწია.

საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, რომელმაც დღეს გიბრალტარი სახლში 4:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ბულგარეთი 0:0

საქართველო: ლორია, დვალი, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი (დავითაშვილი 63), კვეკვესკირი, აზაროვი (კიტეიშვილი 63), ყაზაიშვილი (წიტაიშვილი 52), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ნედიალკოვი, ჩალაბოვი, ჩორბაძისკი, ტურიცოვი, კრაევი, მილანოვი, კოსტადინოვი, მ. მინჩევი (ჩოჩევი 85), სტეფანოვი (მალინოვი 65), ა. ილიევი (გ. მინჩევი 51)

მკითხველის კომენტარები / 111 /
რატომ არ ბეჭდავთ ყველა ქართველის კომენტარს,თუ კი კორექტულადაა ნაწერი,რომ ერეკებით თქვეი სამრეკლოს ან,ვინ როგორ კომენტარს აკეთებს,არაა ობიექტური,მკითხველი,ხალხი გაერკვევა,უთქვენოდ,ვინ რას აწკაპუნებს,რეპორტიორის ვალდებულებაა,მიაწვდინოს ინფორმაცია,გამოთქვას თავისი მოსაზრება არბლოკირებით სხვათა აზრისა,ჩემი აზრით არაპროფესიონალები ბრძანდებით,ხალხურად უვარგისები,ბ ე ჭ დ ე თ მესიჯები,საილას დუქანში არ ხართ,ხალხისათვის მაუწყებელი მასმედიაში ირჯებით,არა უფასოდ,ძალა ერთობაშია.....
მეხუთე ავენიუდან.
13:20 13-06-2022
2
აი როგორ ვთქვა გასვლაზე თამაში ჯობიათქო ნახევარფინალში მაგრამ ვერც მანდ ვხედავ საგანგაშოს რამეს. რავიცი აქ მოგებული მნიშვნელოვანი თამაში მე არ მახსენდება თითქოს პრესში არიან და წნეხის ქვეშ თამაშობენ გადაჭედილ დინამოზე.
რაბუ
12:56 13-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული