ბუდუ ზივზივაძე თურქეთის სუპერლიგაში? ქართველ ფორვარდს სერიოზული მსურველი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე მოლაპარაკებებს თურქულ გუნდთან აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ანკარაგუჩუ" იჩენს.

ევროპული გუნდების დაინტერესება ზივზივაძის მიმართ გასაკვირი სულაც არაა, რადგან ბუდუმ გასულ სეზონში უნგრული "უიპეშტის" რიგებში 12 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

წარმატებული სერია გაგრძელდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც 3 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რითი სჯობს მეგობრებო ეგ გუნდი უიპეშტს? ხელფასით და ჩემპიონატის დონითაც. აბა რეალში არავინ დაუძახებს არც ბუდუს და არც ბერიძეს. მანდ იყვნენ და პრაქტიკა არ მოაკლდეთ, ეგაა მთავარი ამ ეტაპზე, მერე იქნებ უკეთესი გუნდიც გამოჩნდეს. სისწრაფე აქვთ ორივეს მოსამატებელი და ნამდვილად კაი გუნდში გაიჩითებიან
ლევან მაღლაკელიძე
16 ივნისი 2022 13:48
0
თურქეთის ჩემპიონატი უკეთესი დონისაა
გულშემატკივარი
16 ივნისი 2022 09:23
1
უიპეშტს ანკარაგუჯუ რით სჯობია
კაპიტან გარდენბურგი
16 ივნისი 2022 04:00
7
აკაკის!
სად იყო და პედერაციის შედგენილ სიაში რომ ვერ ხვდებოდა, სხვა ტალანტებივით ხალისი, მონდომება და მომავლის იმედი რომ დაკარგა. დროზე გამოჩნდა ვილი თვარაა... აი სად იყო....

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
15 ივნისი 2022 23:39
4
პროგრესი აშკარად ეტყობა. სად იყო აქამდე?
akaki
15 ივნისი 2022 21:31
1
ბუდუ ზივზივაძემ ქართველი გულშემატკივარი სასიამოვნოდ გააკვირვა. ნადმვილად კარგი ალღოიანი და ჟილკიანი ფორვარდია და მგონია კიდევ უფრო დაიხვეწება მომავალში. წარმატებები მინდა ვუსურვო და მომავალი კლუბის სწორად შერჩევა.
ირაკლი
15 ივნისი 2022 17:37
2
ანკარაგუჩუ უმაღლესში ითამაშებს შემდეგ სეზონში,პლუს გიორგი ბერიძე გაიფორმა ამ გუნდმა,ბერიძე-ზივზივაძის ტანდემი რომ იხილეს უნგრეთში გასაკვირი არაა ბუდუს დამატებაც რომ მოუნდათ.თუ თავს წარმოაჩენს კარგად უკეთეს გუნდშიც გადავა.წარმატებები ბუდუს და გიოს!
Მეზღვაური
15 ივნისი 2022 17:12
0
ჯერ არაა გრანდი, მარა ბუდუს თუ იყიდის გრანდიც გახდება.
კ ო მ ბ ლ ე
15 ივნისი 2022 17:00
0
ანკარაგუჩუ არის ე.წ. მეორე ლიგაში პირველ ადგილზე. თუ გადმოვიდა უმაღლესში შეიძლება ცუდი არ იყოს თან პირობებსაც გააჩნია, მაგრამ მაინც იქნებ უმაღლესი ლიგიდან გამოუჩნდეს მსურველი ჯობია
სოსო
15 ივნისი 2022 15:43
7
budus nairi tavdamsxmeli ar kavs sakartvelos nakrebs, amas bevrjer daamtkicebs tu ratkmaunda sanioli ziritads daackebiebs da ara 10 cuti satamasho dros.
BARSA
15 ივნისი 2022 15:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული