IL MATTINO: ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის, კვარაცხელიას "სლოვანთან" თამაში ნაკლებად სავარაუდოა

AutoSharing Option
Sofascore-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის ოთხ ტურში საშუალო შეფასება 8.2 ქულა მიიღო (WhoScored-მა 8.42 დაუწერა) და ოთხივე დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შეგახსენებთ, მან 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბათუმის "დინამოს" უნდა ხვიჩა გუნდს "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დაეხმაროს. გუშინ ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, კვარაცხელია 1-ელ ივლისს ნეაპოლში უნდა გამოცხადდეს და შესაბამისად, მათთან ვერ ითამაშებს.

იტალიური IL
MATTINO-ს ცნობით, ხვიჩას "სლოვანთან" მატჩში მონაწილეობის შანსი მცირეა, ვინაიდან ამის სურვილი "ნაპოლის" არ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში ნაპოლიმ აი ბიზნესი... გაისად სხვა გუნდს რო მოუნდეს დაუფასებენ 40 ლიმონს. როგორც მამარდაშვილს ლოკოში ფასი არ ქონდა და ვალენსიამ დაადო გამოსასყიდი იმხელა... ჩვენსას ოქროს არ აქვს ფასი და ბრაზილიელი ერთ დრიბლინგს მისცხებს და პელეს ადრიან რეკლამისთვის... პიარიც ამას ქვია
რონი
19:59 15-06-2022
1
ხვიჩას დონესთან დაკავშირებით: არაკეთილმოსურნეებს რუსეთის ფედერაციიდან პრივეტები!!! :–)
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული