"ჰამბურგმა" იჯარის წესით აყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი არ გამოისყიდა და მას "გენტში" დაბრუნება მოუწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
demorgen-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძე და ანდერსონ ნიანგბო 1-ელ ივლისს "გენტში" გამოცხადდებიან, მაგრამ მათი კვლავ იჯარით გაშვების ალბათობა მაღალია.
voetbalkrant-ის ცნობით, "გენტს" ჯერ კიდევ აქვს სამუშაო მომსვლელი და წამსვლელი ფეხბურთელების მხრივ. ნიანგბოს და ჩაკვეტაძის დაბრუნება, პრინციპში, შესაძლებელია, თუმცა მათ და ოსმან ბუკარის, სავარაუდოდ, ისევ სხვა გუნდებში გაუშვებენ.
მოკლედ, ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით მოუწევს წასვლა, გასარკვევი მხოლოდ ისაა - სად.
ეშველება მის პრობლემას დარწმუნებული ვარ.
დასაწყისში თითო ტაიმი და მჯერა 5-ი ტურის შემდეგ 90 წუთის სათამაშოდ იქნება მზად!
წაადგება თვიტონ გიოსაც და ბათუმის დინამოსაც გამოადგება. მხოლოდ ერთი წელი დაჭირდება ამ კაი ბიჭს ძველი ფორმის დასაბრუნებლად და უკეთეს ფორმაში ჩასადგომად!
აგერ გვაქვს ფაქტი ხვიჩა კვარაცხელიასი და ზურა დავითაშვილისა!
წინ გამარჯვებისკენ ქართულ კლუბებს. წარმატებები!
თითო ტაიმიო რო ამბობ და ჩაკვეს მუშაობა რო ეზარება რა ვალდებულებები აქვს დინამო ბათუმს რომ სხვა ფეხბურთელები სკამზე დასვას და არასამართლიანად მოექცეს იმათ ვინც ფორმაშია და 16 საათი ვარდიშობს? ასე თუ გტკივა გული ანგარიშის ნომერი შევქმნათ და თანხა ჩაურიცხოთ)) მეათასეა ჩაკვეტაძე ქართველ ზარმაც ტალანტებში და შეეშვით რა..