Sport-express: ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, 19 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვში დაბრუნდა, "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად დღეს კლუბის ბაზაზე გამოცხადდება და მის შემდგომ პერსპექტივას მწვრთნელი სლავიშა იოკანოვიჩი შეაფასებს.

"თუ ისევე, როგორც ერთი წლის წინ სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, რომ ფეხბურთელი რეალური კონკურენციისთვის მზად არ არის, მის საკითხს გადაწყვეტენ. თუ მზადაა, გუნდში დარჩება", - წერს გამოცემა.

გასულ სეზონში გაგნიძე იჯარის წესით "ურალში" ასპარეზობდა, შემდეგ კონტრაქტი შეაჩერა და პოლონურ "რაკუვში" გადავიდა.

გაგნიძეს "დინამოსთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 56 /
გული დამწყდა, აი კიდევ ერთი შეცდომა 5 წლიანი კონტრაქტი აქვს დადებული დინამო მოსკოვთან. როდის გავა ეს დრო? ამ ღორებთან უნდა იყოს მანამდე!?. ხვიჩა ძლივს დაუძვრა რუსეთს ეხლა ესაა დასახსნელი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
21 ივნისი 2022 01:13
4
ქართველი ხალხი: წინ ევროპისკენ!
ქართველი ფეხბურთელები: წინ რუსეთისკენ!
Vertical
21 ივნისი 2022 03:09
12
უფროსწორად "*უკან* რუსეთისკენ"
Vertical
21 ივნისი 2022 03:18
3
ძალიან დამწყდა გული ამ ბავშვებზე, ჯერ წულუკიძე ახლა გაგნიძე. ვინ ურევს ტვინს ამათ? კი მეცოდებიან, ჩვენი მომავალი თაობაა მაგრამ ნაკრებში არ გამოვიძახებდი
გურჯი
21 ივნისი 2022 00:34
11
ჩამოაშორეთ მამუკა ჯუღაევი და მისი "კოლეგები" ქართულ ფეხბურთს!
ქ. გ.
21 ივნისი 2022 03:23
15
რუსეთში მოთამაშე ყველა ფეხბურთელს უნდა აეკრძალოს ცივილიზებული ქვეყნის გუნდებთან კონტრაქტის დადება მერე მოჯდებიან ეს ჭკუათხელები...
912
21 ივნისი 2022 01:57
22
აი ამათ ყავთ მენეჯერი,ესეც გახდა უკვე გაგნოვი,სამუდამოდ უნდა დაიხუროს ნაკრების კარი ყველა ასაკობრივში,არცერთი ფეხბურთელი ბინც ღრუსეთში თამაშობს არ უნდა იყოს ნაკრებში,როგორც პოლონეთი უკრაინა და ყველა სხვა თავმოყვარე ქვეყნები აკეთებენ,ამათი მენეჯერი კი ვინმე ლილუაშვილი რუსეთის მოქსლაქეა..
giga
21 ივნისი 2022 01:53
16
არვიცი რა დავარქვა იმას, რაც ხვიჩას მიმართ მოხდა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ყველამ, ვისაც არ დაეზარა. ეჭვი არ მეპარება უკვე, რომ მიზანმიმართულად კეთდებოდა ეგ, ხვიჩას ფსიქოლოგიურად მოსაშლელად, მადლობა მას, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, რა აქვს ნაკადრები ხვიჩასთვის და შერცხვეს ახლა მისი სახელის ხმამაღლა ძახილი სტადიონებზე.
გაგნიძის და წულუკიძის აგენტი იყო ზუსტად , რომ გამოვიდა და ომი როგორც კი დაიწყო ბიჭებმა პროტესტი გამოაცხადეს რუსეთში თამაშზეო, ეგ განცხადება ყველა ტელევიზიამ წაიღო მაშინ და ამათ ფონზე ხვიჩას ამცირებდნენ არანორმალურად.
ახლა აღარაა ომი და გამოსწორდა რუსეთი?
ზუსტად ვიცოდი, ამათ უკან მიბრუნება რომ მოუწევდათ და იმასაც ვხვდებოდი ხვიჩას რატომ აგვიანდებოდა წამოსვლა.
რა სირცხვილია ამ ბიჭის წინაშე, მე როგორც გულშემატკივარს საშინლად მრცხვენია სხვების მაგივრად.
როგორ გამოძვრა ყველა მის ფონზე, როგორ მოხვდა ყველას მაგივრად ტალახი და ამაში ჩართული იყო ამდენი ხალხი, რომ მარტო ხვიჩა გალანძღულიყო და სხვები სუფთად გამოსულიყვნენ.
ვინც ყველაზე მეტი გააკეთა ნაკრებისთვის, ვინც ყველა თამაშზე სულს და გულს დებდა და დებს, მარტო იმას დავესიეთ ყვავებივით. მეტირებოდა რომ ლანძღავდნენ და ერთი საპასუხო პოსტიც კი არ დაუწერია.
ძალიან მაინტერესებს პასუხი ამ კითხვაზე, რატომ იყო მაინცდამაინც ხვიჩას თავის დროზე ვერ წამოსვლა ამხელა ამბის ასატეხი, მითუმეტეს იცოდნენ რომ მოდიოდა და სხვების მიმართ რატომ იყვნენ ჩუმად?
სპორტულ არხებს მივწერე ამაზე და არავინ მიპასუხა.
ეჭვი მაქვს რომ ვიღაცეებს ბოლომდე განადგურება და დისკრედიტაცია უნდოდათ ხვიჩასი.
ზუსტად იგივე ტელევიზიებს სხვა რუსეთში ნათამაშები ფეხბურთელები სტუდიებში უზით და მათთან მეგობრობენ და ხვიჩა რატომ იყო ასე დასაბულინგებელი, ისინი რომ რუსეთში თამაშობდნენ მაშინ არ ყოფილა რუსეთი ოკუპანტი?
უბრალოდ გამორჩეულობის გამო შეიძულეს ეგ ბიჭი.
სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.
ბევრჯერ დაგვემართა ეგრე ერს!
Skeleton
21 ივნისი 2022 01:18
7
ხვიჩა კინაღამ შეჭამეს )) ეს კი კიდევ იქ ბრუნდება
ჯონი
21 ივნისი 2022 00:25
5
ხვიჩა გაწირეს ბოლომდე. ფეხებზე დაიკიდეს ახალგაზრდა ბიჭის ფსიქიკა. ყველა ერთნაირად ვერ იტანს ბულინგს, უკრაინელი ბავშვების მკვლელობაში მიგიძღვის წვლილიო და დანაშაულის მონაწილე ხარო , ასე რომ ეუბნებოდნენ ტელევიზიებიდან ცნობადი სახეები, არ უტყდებათ ახლა? შეიძლება თვითმკვლელობამდე მივსულიყავი ვინმეს ასეთი ბრალდებები რომ წაეყენებინა ჩემთვის.
ისე წააქეზეს ხალხი ზოგიერთი გინებას არ ჯერდებოდა და ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდა. მაგათ წაქეზებული ხალხიდან ვინმეს რაიმე რომ დაეშავებინა ამ ბიჭისთვის სად მიდიოდნენ მერე საინტერესოა. ალბათ უნდოდათ კიდეც და ელოდნენ სეირის ყურებას.
ჩვენი ხალხი ვერასდროს ვერ სწავლობს ჭკუას.
ასეა როცა არ ხარ ნაკითხი, არ გაქვს ელემენტარული განათლება, ყოველთვის წამოეგები და ყოველთვის იქნები იარაღი სხვის ხელში, საითაც უნდათ იქეთ მიგმართავენ მერე.
ძალიან ცოტას გააჩნია საკუთარი აზრი საქართველოში!
ჯონი ს
21 ივნისი 2022 01:37
5
ლუკა გაგნიძეს ოკუპაციაზე და თავმოყვარეობაზე არაფერი სმენია?
დააT
21 ივნისი 2022 09:31
7
დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი ძალიან მაგარ ფეხბურთს ითამაშებს პირადად ნანახი მაქვს, ბათუმში საქართველო ინგლისი 21 წლამდელები სასწაული ხედვა აქვს ბურთის განაწილება მოძრაობა. სწორად ვითარდება ბევრი შრომით დიდ წარმატებას მიაღწევს
Batumi90
21 ივნისი 2022 00:31
9
მაგრამ მოსკოვის დინამო? თან ახლა...
გაგა
21 ივნისი 2022 01:01
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული