"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!

AutoSharing Option
რუსული СПОРТ-ЭКСПРЕСС-ის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოს" წერილი მისწერა და შეუთვალა, რომ ხვიჩა კვარაცხელია აღარ ათამაშოს.

როგორც იცით, ბოლო 2 თამაშია ზღვისპირული გუნდის განაცხადში ახალგაზრდა შემტევი აღარ ჩანს. სავარაუდოდ, ნეაპოლელებს ეშინიათ, რომ მან შესაძლოა, ტრავმა მიიღოს, თანაც ხვიჩას დასვენება სჭირდება და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.

СПОРТ-ЭКСПРЕСС-ის ინფორმაციითვე, კვარაცხელია უახლოეს დღეებში ჩაფრინდება იტალიაში, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გააფორმებს და ამ გუნდთან ერთად მზადებას დაიწყებს.

აქედან გამომდინარე, ხვიჩას ბათუმური კარიერა დასრულდა. შესაბამისად, ის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კლუბს ვერ დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 30 /
მგონი შეიძლებოდა რამდენიმე წუთით გამოეშვათ, სათამაშოდ.თვითონაც დაგვემშვიდობებოდა,ჩვენც მადლობას გადავუხდიდით,გზას დავულოცავდით და კიდევ ერთ მუხტს მივცემდით.ნამდვილად დაიმსახურა ხვიჩამ.მგონი სტადიონზეც მეტი ხალხი მივიდოდა.კარგის მეტი რა უნდა მომხდარიყო?ბიჭმა მეტოქეებსაც კი თავი შეაყვარა,ამ მოკლე დროში.
სოსო
24 ივნისი 2022 15:09
0
სვანეთიდან ჩავედით ბათუმში ხვიჩას თამაში რომ გვენახა, ტორპედოს წინააღმდეგ არ უთამაშია და სტადიონზე ყველა კითხულობდა მის ამბავს, ახლა გავიგე რატომ არ იყო... ხვიჩა გენაცვალე ძმაო წარმატებებს გისურვებთ
???
23 ივნისი 2022 16:33
0
Ra ikneba tu ramdenime cutit gamova vihvirot nahvamdis Hvica aaaaasa
Adidas
23 ივნისი 2022 11:35
0
Хвича по дагавтцдес шен Марадона Диеголис адгили унда даикаво
Авто
23 ივნისი 2022 11:24
1
Аба шен ици Хвича шен унда даикаво Диегос Диеголис адгили
Авто
23 ივნისი 2022 11:22
1
საქართველოში ხალხი ფეხბურთს დაუბრუნე ხვიჩა. უშენოდ ის ეშხი არ ექნება ფეხბურთს და მაყურებელიც მოაკლდება , მაგრამ ღმერთი გფარავდეს და წარმატებებს გისურვებ. დროზე უნდა წავიდეს აბა რა ამ ქვეყნიდან, რომელიც კაცი ვერ გაიგებს საით მიექანება. გავხდებით ყველა ნაპოლის გულშემატკივარი.
gio
23 ივნისი 2022 10:10
0
სამწუხაროა ჩვენთვის,მაგრამ არაუშავს კარგი გუნდია ისედაც ბათუმი წელს იმედიანად ვარ! კვარა ერთადერთი გისურვებ ტრავმის არ მიღებას, დანარჩენს შენც გაქაჩავ!!!
ზურა
22 ივნისი 2022 22:25
1
ოდალ, არ გრცხვენია და არ დაიღალე ამ უაზრო რუსეთუმეობით? ყველა შენი კომენტარი რუსეთის მხარდამჭერია. მართლა პუტინისტი ხარ თუ ეს შენი სამსახურია და ამაში იღებ გასამრჯელოს?
ანტი-ოდალა
22 ივნისი 2022 22:20
5
ამ რუსულ პრესას, ბათუმის დინამოდან მაგარი წყაროები ყავს,ქართულ პრესასაც რობ მიაწოდოთ ინფორმაცია არაა?იმედია ნაკრების სიახლეებს რუსული მედიიდან არ გავიგებთ!!
გიორგი
22 ივნისი 2022 15:57
4
ეხლა აღარ მოგწონთ რუსული პრესა კვარაზე? მისი ქება-დიდება რო ქვეყნდებოდა კი იყავით განაბულები, ხან სლუცკის ასხავდით ხოტბას და ხან ყაზანის გულშემატკუვარს, სლუცკი მოგყავდათ ნაკრების ტრენერად და სიომინს აღმერთებდით. და ეს ყოველივე სწორედ რომ რუსული ორესიდან მოდიოდა, ასე რომ...
niko
22 ივნისი 2022 15:15
46
საიდან მოიტანეთ რომ რუსულ პრესას ვასხავდით ხოტბას? ყოველთვის ვაკრიტიკებდით რადგან განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩეოდნენ კვარას მიმართ როგორც კი რაიმე ევროპულ პერსპექტივაზე იწყებოდა საუბარი. აქებდნენ, ოღონდ აქებდნენ "შიდა ჩემპიონატისტვის", როგორც კი ევროპულ მომავალზე დაიწერებოდა რამე ეგრევე მიდიოდა ზიზღი რომ "დონეს ვერ აკმაყოფილებდა", "მასზე ნიჭიერი ფეხბურთელი უამრავი იყო რუსეთში", "რუსული ტოპ კლუბების დონეც კი არ არის" და ა.შ.
ბექა ვარდოსანიძე
23 ივნისი 2022 01:55
1
მე არასდროს მომწონდა რუსული პრსა კვარაზე:)
სულ ცდილობდნენ რაღაც ნაკლი ენახათ, სულ უნდოდათ მისი დისკრედიტაცია მოეხდინათ.
ხშირად გვეუბნებოდნენ, ქართველებმა გააპიარეს თორე ისე არავის უნდაო.
ერთი ფეხის დაცდენა უნდა ნაპოლიში და ეგრევე ყველა ზედ გადაუვლის, რუსიან ქართველიანად
Winter
22 ივნისი 2022 18:11
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული