იტალიურ პრესაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო იყო და ის უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში. "სკუადრა აძურას" ყოფილმა მცველმა დღეს ხვიჩას შესახებ კომენტარი TuttoMercatoWeb-თან გააკეთა:
"მას უკვე ორი წელია ვაკვირდები. პირველად ის 2020 წელს ვნახე და მაშინვე ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.
მე იმედი მაქვს, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. საკუთარი სტილი აქვს და უნარიანია. ადგილიდან სწრაფი სტარტი ეხეხება, ბევრს გადაადგილდება, კარგია დრიბლინგში. იტალიაში მსგავსი ტიპის ფეხბურთელები ბევრი არაა. ლეაოს ჰგავს.
იმედია, "ნაპოლისთვის" მნიშვნელოვანი
მოთამაშე გახდება".
იმედია, "ნაპოლისთვის" მნიშვნელოვანი