"რუსეთში ვერ გავჩერდებოდი, ყაზანი უნდა დამეტოვებინა..." - კვარაცხელია რუსეთიდან წამოსვლაზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, თუ როდის გადაწყვიტა "რუბინისა" და რუსეთის დატოვება.

"24 თებერვალი იყო. ყველამ ვიცოდით უკვე, რაც ხდებოდა. მამაჩემმა დამირეკა და მესაუბრა. რა თქმა უნდა, საშინელი რეაქცია მქონდა, იქ ხალხი იხოცებოდა. შეუძლებელია ეს მოგწონდეს... ბევრი ვიფიქრე, ყველანი საუბრობდნენ, რომ კვარაცხელია დიდი ხანია რაც არ მოდისო, შემდეგ დაიწყეს... ვნერვიულობდი, ოჯახის გამო შიში მქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია, სპორტია. ვფიქრობ, მათ გაიგეს.

საიმანოვსა და სლუცკის ვესაუბრე, მითხრეს, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, უნდა მიმეღო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. უკვე ვიცოდი,
რომ ყაზანი უნდა დამეტოვებინა, რუსეთში ვერ გავჩერდებოდი. 2 მატჩი იყო დარჩენილი. მაშინ ვთქვი, რომ ამ 2 შეხვედრაში გუნდს დავეხმარებოდი, ყველაფერს გავაკეთებდი და შემდეგ წავიდოდი, რადგან "რუბინმა" მე ბევრი რამ მომცა, მიყვარს ეს კლუბი... აუცილებლად უნდა გამოვსულიყავი იმ 2 დაპირისპირებაში მოედანზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად გამოჩნდებოდა, რომ მივსულიყავი და მეთქვა, ბიჭებო, მე მივდივარ. ჩვენ 2 წელი ერთად ვიყავით... ამას ვერ ვიზამდი" - განაცხადა ხვიჩამ "იუთუბერ" ნობელ არუსტამიანთან.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
ქართულო ტელევიზიებო გრცხვენოდეთ, ინტერვიუ კი არა ნამუსი რომ გქონდეთ თვალებშიც ვერ უნდა უყუროთ ამ ბიჭს, ისეთები ააგორეთ მის წინააღმდეგ გამიზნულად. კანდელაკს რომ ადარებდით დაგავიწყდათ?
რატომ უნდა ვიგებდეთ ამ ინფორმაციას რუსებისგან და არა თქვენგან?
არაპოლიტიკური ტელევიზია არ არსებობს, იმედზე რომ მივიდეს ქოცს დაუძახებენ, სხვაგან რომ მივიდეს ნაცს :))
სირცხვილია, შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ერთი ხარისხიანი ინტერვიუ რომ არ არსებობს, არც ტრანსფერის თემაზე და არც სხვაზე.
კარგით რა!
Skeleton
15:34 29-06-2022
4
ხვიჩა, შვილო! შენ ამაზე არ იფიქრო და არ ინერვიულო. ყველა დალაგებულ, არა ბოღმიან და შურიან ქართველს ესმის შენი. არაფერი დასაძრახი არ გაქვს. შენ ხარ ღირსეული მემკვიდრე დიდი ქართველი პატრიოტი და დიდი ფეხბურთელების : ბორია პაიჭაძის, გაიოზ ჯეჯელავასი, მიშა მესხის, მურთაზ ხურცილავასი, რეზო ძოძუაშვილის, დავით ყიფიანის, რამაზ შენგელიასი, ვოვა გუცაევის (!), საშა ჩივაძის, თენგიზ სულაქველიძის, ვიტალი დარასელიასი.............
alexandre
14:55 29-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული