ბონეკი: კვარაცხელიას ეჭვით უყურებენ, რადგან ქართველია

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლი" დიმაროში ჩავიდა, სადაც 19 ივლისამდე შეკრებას გაივლის. გუნდს ადგილზე ნეაპოლელი გულშემატკივრები დახვდნენ და გუნდის ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას სახელს სკანდირებდნენ. "იუვენტუსისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლონეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"მისი თამაში ვნახე და ბევრმა ჩემთან მასზე კარგად ისაუბრა. მაღალი დონისაა, თუმცა აუცილებელია გაცილებით მეტი დაამტკიცოს, ვიდრე უკვე გააკეთა. მე ვფიქრობ, ხვიჩაზე ცოტას უბრალოდ მისი ეროვნების გამო ლაპარაკობენ.

როდესაც კლუბი არგენტინელს ყიდულობს, ყველა ფიქრობს, რომ ის მოვლენაა, როდესაც სინამდვილეში საშუალო კლასისაა. კვარაცხელიას
შემთხვევაში ბევრს ეჭვი მხოლოდ იმიტომ აღეძვრება, რომ ის ქართველია. მე მესმის, რომ საქართველოს საფეხბურთო სამყაროში დიდი ცნობადობა არ აქვს, მაგრამ საჭიროა ხვიჩასი გვჯეროდეს", - ციტირებს ბონეკს Mondonapoli.

მკითხველის კომენტარები / 26 /
სხვადასხვა ჯურის ნაძირალებმა, განსაკუთრებით რაშისტებმა, გვაცადონ ადამიანური ყოფა-ცხოვრება და ჩვენც შევქმნით მოვლენებს ფეხბურთში, ჩოგბურთში თუ კალათბურთში.
რატი
01:56 09-07-2022
7
მესხების მეტრეველების ყიფიანების და ქინქლაძეების ქვეყანას ეჭვის თვალით რომ უყურებენ ეგ უვიცობა და დეგენერატობა არ არი მერე. მნიშვნელობა არა აქვს ჩვენ როგორ ჩავვარდით!!! ან რუსები რომ გვმალავდნენ. მშვენივრად იცოდნენ მაგათ ვინ ვართ, და ამერიკულ პრესაშიც კი იწერებოდა რომ თბილისის დინამო ქართული პატრიოტული ბრძოლის სიმბოლოაო საბჭოთა ფეხბურთში და ეს იწერებოდა სადღაც 60 იანებში თუ 70 იანებში. ჩვენ ვართ ხელოვნურად სპეციალურად დავიწყებული ერი
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული