ბონეკი: კვარაცხელიას ეჭვით უყურებენ, რადგან ქართველია

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლი" დიმაროში ჩავიდა, სადაც 19 ივლისამდე შეკრებას გაივლის. გუნდს ადგილზე ნეაპოლელი გულშემატკივრები დახვდნენ და გუნდის ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას სახელს სკანდირებდნენ. "იუვენტუსისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლონეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"მისი თამაში ვნახე და ბევრმა ჩემთან მასზე კარგად ისაუბრა. მაღალი დონისაა, თუმცა აუცილებელია გაცილებით მეტი დაამტკიცოს, ვიდრე უკვე გააკეთა. მე ვფიქრობ, ხვიჩაზე ცოტას უბრალოდ მისი ეროვნების გამო ლაპარაკობენ.

როდესაც კლუბი არგენტინელს ყიდულობს, ყველა ფიქრობს, რომ ის მოვლენაა, როდესაც სინამდვილეში საშუალო კლასისაა. კვარაცხელიას
შემთხვევაში ბევრს ეჭვი მხოლოდ იმიტომ აღეძვრება, რომ ის ქართველია. მე მესმის, რომ საქართველოს საფეხბურთო სამყაროში დიდი ცნობადობა არ აქვს, მაგრამ საჭიროა ხვიჩასი გვჯეროდეს", - ციტირებს ბონეკს Mondonapoli.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვინ ჩემი ფეხებია ბონეკი ? რომელიმე მსოფლიოს ან ევროპის ან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გაგიგიათ მაგის გვარი?
kvara super class
00:34 10-07-2022
8
აბსოლუტური სიმართლე თქვა ბონეკმა,მესხი, მეტრეველი, ყიფიანი და ა.შ. ერთეულებმა თუ იცოდნენ, რომ ქართველები იყვნენ, და არა რუსები. დამოუკიდებლობის მერე კი, სულ რამდენიმე იყო, რაც არ კმარა რომ გაგიცნონ და დაგაფასონ. ამიტომ ბავშვთა სკოლებს თუ არ მიეხედა, იქნება სულ ასე, სამწუხაროთ. ეს ჩვენიანია და სასტავში ჩასვი, უნდა დამთავრდეს, მარა აბა...
ქართველების გამოსწორება ადვილია?
ქომაგი
22:33 09-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული