ilnapolista: კვარაცხელიას შეუძლია გახდეს აღორძინების ჭეშმარიტი სიმბოლო და წარმატებისათვის გვაკურთხოს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო იტალიაში დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინია. ამჯერად ქართველს ზეაღმატებულ სტილში წერილი ilnapolista-მ მიუძღვნა.

კვარაცხელია, თითქოს, საფეხბურთო მულტფილმიდან გამოდის

"მისთვის ფაციფუცის გარეშე. ეს ფსონის დადებაზე მეტია, ის თვითნაბადი ტალანტია. პარატიჩს მისი "იუვენტუსში" წაყვანა უნდოდა. თბილისიდან ისეთ თბილ ადგილას ჩამოვიდა, როგორიც ნეაპოლია. "ზიზი" ქართველი თბილისიდან, რაც თბილ ადგილს ნიშნავს, რაც კიდევ უფრო ცხელია, ვიდრე ემოციური დენთის კასრი, როგორიც დღევანდელობაში ნეაპოლია?

შთაგონება, რომელიც მოძრაობებით კაკას მოგვაგონებს, კარისაკენ დრიბლინგისას დახრილი მანერითა და სწრაფვით. ის დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს, ერთი
დღის შემდეგ, როცა დელ პიერომ, ინძაგიმ და კოვაჩევიჩმა "ნაპოლი" დაამარცხეს, როცა ნეაპოლელებმა სეზონი ზემანის ხელმძღვანელობით დაიწყეს და  მონდონიკოთი დაასრულეს, როცა სამყარო სექტემბერში ტყუპი კოშკების ჩამონგრევის შედეგად შეიცვალა.

Cuarascelia - ასე წარმოითქმის. ის ისტორიისა და კულტურის, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქვეყნიდან მოდის, სადაც ზღვის ქარი ქრის და თერმული დინებებია. როგორც ადრე იტყოდნენ, ხვიჩა მარცხენა გარემარბია, თუმცა იქ ითამაშებს, სადაც დააყენებენ. ორივე ფეხით თამაშობს, თავი მუდამ მაღლა აქვს აწეული, პასიც ეხერხება და კარში დარტყმაც. ისე მოჩანს, საფეხბურთო მულტფილმიდან გამოდის: გრძელი ნაბიჯით, გეგონება იშლება, მაგრამ იხრება, კოორდინაციას არ კარგავს და ბურთს იმდენად აკურატულად ეპყრობა, რომ 2019 წელს ევროპის ყველაზე პერსპექტიულ 50 ფეხბურთელს შორის შედიოდა.

რაც შეეხება მის შეძენას, რა თქმა უნდა, ნეაპოლში ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩამოდის. ჩამოდის ინსინიესთან დამშვიდობებისა და მერტენსთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ. ეს 21 წლის ბიჭი თვითნაბადი ტალანტია, ძლიერია მეურვესთან ერთი-ერთზე, მოედანზე მეტოქის კარსა და პარტნიორებს ხედავს, შეუძლია გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება. ნეაპოლელთა უაპელაციო და უდაბურ ენთუზიაზმს შორის საერთო დუმილში კი შუძლია გახდეს ახალი აღორძინების ციკლის ჭეშმარიტი სიმბოლო.

პარატიჩმა "იუვენტუსში" გადასაყვანად ქართველს წინასწარი გარიგება გამოგლიჯა, მაგრამ ფაბიოს ტურინელებთან დამშვიდობებამ, ის დანაპირებისგან გაანთავისუფლა. თბილისიდან, თბილ ნეაპოლში მას შეუძლია საბოლოოდ მოგვიძღვნას საკუთარი თავი და წარმატებისათვის გვაკურთხოს.

Benvenuto Zizi! - კეთილი იყოს შენი მობრძანება "ზიზი".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ზიზი არა პიპინია. ქართველო ჟურნალისტებო დროზე მიხედეთ ამ სისულელეს. იტალიელ კოლეგებს გააგებინეთ, რომ ქართულ გვარებს შორის ხვიჩას გვარი ყველაზე შინაარსიანია და არ საჭიროებს დამატებებს: კვარაცხელია, - ვა რა ცხელია!, - არა ცხელია!,- რა ცხელია?, - ა ცხელია?, - ცხელია!, - ხელია, -ელია, - ლია, - ია. გასაგებია?!
ვაჟა მასწავლებელი
03:14 09-07-2022
2
თავიდანვე მინდაავღნიშნო რომ არც ხვიჩას და არც მის ოჯახს არ ვიცნობ მაგრამ დავწერ რა შთაბეჭდილებაც გამაჩნია: მადლობა რომ ზრდილობიანი ( ბიჭი არ ეწყინოს) კაცი ხარ უფროსებთან არ შეგშლია ესეიგი ოჯახიდან ხარ სადაც ტრადიციულ ქართულ ღირებულებებს აფასებენ. მადლობა ოჯახს. მინდვრის მიღმაც სწორად იქცევი და მადლობა მადლობა რიცა დღევანდელ პერიოდის ახალგაზრდებში პოპულარულია ტატუ ტანი არ აიჭრელე პერსინგი თუ კიდე უარესები არ დაუმაგრე არც უაზროდ აჩაჩულ ჩაჩაჩულად იცვამ მადლობა რომ არც ეგრეთწოდებული ეპატაჟური გამოხტომები არ გაქვს კრიშნა ბუდა იოგა და ათასი ვითომ მოდური მიდრეკილებებს არ აპიარებ. კარგი კაცი ხარ და ღმერთმა კარგად წარმართოს შენი საქმე. გახსოვდეს ვისი გორისა ხარო დიდმა ილიამ იმიტომ კი არ თქვა რომ საუკეთესოები ვართ.იმიტომ რომ ტინკლიცი და სისულელები არ ვაკეთოთ რაც ჩვენ ჯიშს დ ჯილაგს არ ეკადრებაის არ ჩავიდინოთ და სახლში ოჯახს წარმოაჩენ და გარეთ ქვეყანას. გახსოვდეს. უფალი გიფარავდეს.
კახა
11:59 09-07-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული