გუშინ 8 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად დიმაროში გაემართა, რადგან პრე-სეზონისთვის გუნდთან მოემზადოს, დღეს კი უკვე როგორც იტალიური მედია იტყობინება ქართველმა გარემარბმა ოფიციალურად აირჩია მომდევნო სეზონის სათამაშო ნომერი.
ხვიჩა ნეაპოლში 77 ნომრიან მაისურს მოირგებს, ამ ინფორმაციას "ნაპოლის" ტვიტერის ოფიციალური გვერდი იტყობინება, შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების ლიდერს გუშინ ავტობუსიდან ჩამოსვლისას გულშემატკივრები ოვაციებითა და შეძახილებით დახვდნენ.