სპალეტი: კვარას და ოლივეირას ცოტა დრო სჭირდებათ - შეუძლიათ სეზონის აღმოჩენები გახდნენ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებთან, ამირ რაჰმანთან და ჯოვანი დი ლორენცოსთან ერთად გულშემატკივრებს შეხვდა და ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა:

"ჩვენი ძირითადი ტაქტიკა 4-3-3-ია, თუმცა პლეიმეიკერითაც შეგვიძლია ვითამაშოთ. ორივე სქემის გამოყენება შეგვიძლია, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები.

გუნდისგან ამბიციურობას და გასულ სეზონებში მიღწეული შედეგის გაუმჯობესებას ველი. ამას საფუძველი აქედანვე უნდა ჩავუყაროთ. გასულ სეზონში დიდ წარმატებას მივაღწიეთ და გუნდი კომპლიმენტებს იმსახურებს.

კულიბალი შესანიშნავი ფეხბურთელია და მინდა გუნდში მყავდეს. თუ წასვლას გადაწყვეტს, მისი მუდამ მადლიერნი ვიქნებით. მან დიდი წვლილი შეიტანა
გამარჯვებებში და კარგი ადამიანია. თუ დარჩება, კაპიტნის სამკლავურს მივცემ; თუ წავა, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ, რამეთუ ამის ღირსია.

სატრანსფერო ბაზარი ღიაა. ვარიანტებს ვაფასებთ, რათა დაკომპლექტება დავასრულოთ. აგრეთვე გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები. თუ ისინი თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებას მოახერხებენ, შეუძლიათ გახდნენ მომავალი სეზონის აღმოჩენები. კვარა და ოლივეირა ძალიან საინტერესო ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს დაამტკიცებენ. ამას ცოტა დრო დასჭირდება, რომ იტალიურ ფეხბურთს მიეჩვიონ.

ოსიმჰენი ფანტასტიკური თავდამსხმელია და შეუძლია კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. სამი მცველით თამაში? შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, ოთხმცველიანი დაცვა ჩვენთვის უკეთესია.

"ნაპოლის" მწვრთნელობა დიდი განცდა და პასუხისმგებლობაა. ახალგაზრდობაში ცისფერმაისურიან ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი და ცხადია, ვისაც აქ უთამაშია, უდიადესი დიეგო მარადონა იყო. მისი სახელობის სტადიონზე ყოფნა განსაკუთრებულ შეგრძნებას იწვევს".

რაც შეეხება ტრანსფერებს: მეკარე დავიდ ოსპინა "ნაპოლიდან" საუდის არაბეთის "ალ ნასრში" გადავიდა. ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "ჩელსი" მზადაა კულიბალიში ნეაპოლურ კლუბს 38 მილიონი ევრო და ბონუსები გადაუხადოს (ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონს ჰპირდება) და ტრანსფერი მალე განხორციელდება. "ნაპოლის" სურს დაიმატოს ფორვარდი პაულო დიბალა, მაგრამ არგენტინელი ოთხწლიან კონტრაქტს და სეზონურ ანაზღაურებად 6 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
დღესაც ვუყურე ნაპოლის ორივე ვარჯიშს (10 და 17 საათიანებს) და უკვე აშკარად ჩანს რომ გაშინაურდა ხვიჩა და ორმხრივ თამაშში მაგრა შეუბერა ! მაყურებლების ყველაზე მეტი აპლოდისმენტები ზუსტად ხვიჩამ დაიმსახურა !
zura222
06:17 13-07-2022
0
წარმატებას ვუსურვებ კვარას ახლა მთავარია სანამ სეზონი დაიწყება წინა სასეზონო მომზადების დროს ამხანაგურებზე და ვარჯიშებზე თავი გამოიჩინოს და აჩვენოს სპალეტის რაც შეუძლიაა და დარწმუნებული ვარ აუცილებლად დააყენებს ძირითადში მამარდაშვილი ვალენსიაში წაიყვანეს როგორც დუბლების მეკარეთ მაგრამ ზუსტადაც რომ თავი გამოიჩინა ამხანაგურებზე ვარჯიშებზე თავისი შრომით და მონდომებით ახლა ძირითადის მეკარეა ვალენსიაში.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული