მიქაუტაძემ "სედანს" გაუტანა, ქართველი ფორვარდი ლიგა 2-ის "დასაბომბად" ემზადება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 12 ივლისს, ფრანგულმა "მეცმა" მეორე ამხანაგური მატჩი "სედანთან" გამართა. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

მიქაუტაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, 84-ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა "მეცმა" ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და დაპირისპირებაც ფრედ მორჩა.

მოგეხსენებათ, "მეცი" ლიგა 2-ში გამოდის. ქართველი ფეხბურთელი ფრანგულმა გუნდმა საკუთარ რიგებში ჩარიცხა და სათამაშო დროც მიეცემა. შეგახსენებთ, მიქაუტაძის კლუბი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 30 ივლისს "ამიენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გიოოო✊
გომორძგუა მარგალეფც
02:07 14-07-2022
0

სიახლეები პოპულარული