Tuttosport: ჯუნტოლიმ შეიძლება კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერი გაჩარხოს

AutoSharing Option
„ტუტოსპორტი“ საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება „იუვენტუსში“ გადავიდეს.

აღნიშნულია, რომ არკადიუშ მილიკის ტრავმის გამო, დუშან ვლაჰოვიჩი გუნდის ერთადერთი ფორვარდია, რთულ სიტუაციაში მყოფ „ლიონს“ არაა გამორიცხული ქართველის გაყიდვაც მოუწიოს და „იუვესთვის“ საქმეს ისიც აიოლებს, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, რაც მნიშვნელოვანია, რამეთუ კლუბში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე ლიმიტი ამოწურულია.

გამოცემა იხსენებს, რომ „ბებერი ქალბატონის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ „ნაპოლიში“ მუშაობისას ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება მოახერხა და ახლა შეიძლება კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერი გაჩარხოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ვერ გამიგია ამ უაზრო ჭორებზე რომ წერთ,ჯერ მიქაუუტაძე მოავლევიეთ მონაკო ახლა იუვენტუსი,იქ დავითაშვილი ინტერშიო,კვარაცხელიას ხომ ნახევარი ევროპა ვოავლევიეთ ჭორებით,გასაგებია რომ რაღაც უნდა დაწეროთ და ყურადღება მიიქციოთ მკითხველის,მაგრამ ამ უაზრო მზეობების მაგივრად რომ ბორჯღალოსნებზე და რაგბის ნაკრებზე თქვათ რაიმე სასარგებლო ინფორმაცია არ ჯობია, ნაკრებმა ასეთი მატჩები ჩაატარა ბიჭებმა იომეს რომ ითქვას და აქ სულ გაკვრით დაწერეს რომ დამარცხდნენ და ვსიო.... თუ ისინი ნაკლებ საინტერესონი არიან,.... წარმატებები ქართულ სპორტს და ნაკრებებს
დავითი...
17:48 19-11-2024
1
რა გიხარიათ მესამე ფორვარდად კარგია?
მილიკი რომც არ დაბრუნდეს ვლაოვიჩის ღრმა სათადარიგოობა მოსაწონია?
სეზონში მოუწევს სულ 8 თამაში, აქედან 4 შეცვლაზე და 4 თასზე...
Walkabout
10:11 19-11-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული