"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
დღეს, 15 ივლისს, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად წარადგინა. გთავაზობთ პრესკონფერენციას სრულად:

შედარება ინსინიესთან...

ჩემთვის დიდი პატივია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც "ნაპოლია". აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ლორენცო ინსინიე შევცვალო. აქ მოვედი, რადგან ჩემი საუკეთესო გავაკეთო. როცა "ნაპოლიდან" შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია, იმ წამსვე დავთანხმდი.

ემოციები განვლილი 1 კვირიდან...

გუნდის პირველი შეკრება ძალიან მომეწონა. ყოველდღე ახალს ვსწავლობ. მომწონს მეგობრული ატმოსფერო, რომელიც ამ კოლექტივში დავინახე. ნეაპოლში ჩამოსვლამდე მთავარ მწვრთნელს, სპალეტის შევხვდი. ის შესანიშნავი პიროვნებაა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე
იქნება.

საყვარელი ფეხბურთელი და პოზიცია...

რომელი ფეხბურთელი შთამაგონებს? კრიშტიანო რონალდო. მომწონს მარცხენა ფრთიდან შეტევა. იტალიურის სწავლა უკვე დავიწყე და ვიმედოვნებ, მალევე სრულფასოვნად მეცოდინება. ცოტას ინგლისურადაც ვსაუბრობ. დიდი იმედი მაქვს, ენის ბარიერს მალე დავძლევ, რათა თანაგუნდელებს უფრო მარტივად გავუგო. როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს, მინდა გაზრდა და განვითარება. პენალტები და საჯარიმო დარტყმები? დიახ, ვიცი, როგორც უნდა შევასრულო ისინი. რამდენ გოლს გავიტან? ჩემს საუკეთესოს შევეცდები, ზუსტად ვერ გეტყვით. სამწუხაროა, რომ გუნდი ძლიერმა ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა კიდევ ბევრი დარჩა.

რუსეთის დატოვება...

ომი რუსეთში? არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. რუსეთი ჩემი მიზეზების გამო დავტოვე. იტალია ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა, ასევე ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ტრანსფერი. არასდროს მინახავს ნეაპოლზე ლამაზი ქალაქი. ეს იმ წამსვე შევნიშნე, როდესაც ჩამოვფრინდი.

Sportall.Ge

ტრანსფერი იტალიაში...

ვფიქრობ, როდესაც პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, სათამაშოდ იტალიაში გადადიხარ, ყველა გეხმარება და მხარში გიდგას. ეს ტრანსფერი ჩემი ქვეყნისთვისაც კარგია, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ მაგალითად გამოიყენონ ეს, შეეცადნონ მაქსიმალურად გაიზარდონ, რათა "დიდ" ქვეყანაში სათამაშოდ წავიდნენ.

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და თამაში მარადონას მოედანზე...

ვარ თუ არა აღფრთოვანებული ჩემპიონთა ლიგაზე და მარადონას მოედანზე თამაშით? რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად ამისთვის ვემზადებოდი, რათა საუკეთესო მეჩვენებინა.

გულშემატკივრები...

ვიცოდი, რომ ნეაპოლი ლამაზი ქალაქია, თბილი გულშემატკივრები ჰყავს და ამასთან ერთად, ფანებმა იციან, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

მაისურის ნომერი და მიზანი...

მაისურზე დავიწერ ჩემს გვარს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ "კვარა" დამიძახოთ. რა არის ჩემი მიზანი? მე არ მაქვს კონკრეტული სამიზნე, მინდა ყველაფერში ჩემი საუკეთესო ჩავდო. რაც შეეხება ჩემს სათამაშო ნომერს, 7 ჩემი საყვარელი ციფრია. რადგანაც 7 დაკავებული იყო, 77 ნომრის არჩევა გადავწყვიტე.

Sportall.Ge

სხვა შემოთავაზებები...

სხვა ბევრი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით, თუმცა "ნაპოლის" შესახებ როდესაც შევიტყვე, არც დავფიქრებულვარ, თანაც ამ გუნდისგან წინადადება ყველაზე რეალური იყო.

ამბიციები და სხვა პოზიცია...

ამბიციები? ჩემთვის გუნდური წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია; მაშინ ვითარდები, როდესაც გუნდი წარმატებას აღწევს. რაც შეეხება ჩემს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშს, თავს კომფორტულად უფრო გარემარბის პოზიციაზე ვგრძნობ. თუ მწვრთნელს და გუნდს სხვა პოზიციაზე თამაში დასჭირდება, მზად ვარ გავაკეთო ის, რაც გუნდს დასჭირდება. ჩემი პოზიციის ცვლილებაზე პრობლემა არ მაქვს.

"კვარადონა"

ვფიქრობ, "ნაპოლიში" მარადონას სახელი ყველაზე მეტს ნიშნავს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ზედმეტსახელი შემარქვეს. რა თქმა უნდა, დიეგოსთან მიახლოება შეუძლებელია, თუმცა გავაკეთებ ყველაფერს, რათა ნეაპოლელი გულშემატკივრები გავახარო.



მკითხველის კომენტარები / 40 /
კვარა-დონე კი არა, კვარადონა, ანუ, მარა-დონა.
ჯორიკა
23 ივლისი 2022 08:06
0
კვარადონა კი არაა სწორი, კვარადონე იქნება სწორი თანაც იტალიურადაც კარგად ისმისა
რეზო
19 ივლისი 2022 22:42
0
კვარადონა კი არა, უფრო კვარა-დონე იქნება კარგი, თანაც იტალიურადაც კარგად ისმის.
revas
19 ივლისი 2022 22:32
1
რაც ერჩით ამ ახალგაზრდას.თუ ტექსტი აუტენტურია რასაც რედაქტორი ამტკიცებს მაშინ მან თქვა “ომი რუსეთშიო…?” და თუ ამ ომს უკრაინიდან რუსეთში გაგრძელება მოჰყვა -ამხდარა ყველა რუსის მიერ ჩაგრულის ოცნება და ამას უწუნებთ “სირცხვილოსნებო”."
გურამი
16 ივლისი 2022 22:40
0
კვარაცხელიას ამ კომენტარმა ქინქლაძე გამახსენა, აიაქსში "კრაიზე" რომ არ უნდოდა თამაში და ამის გამო მერე პრობლემები შეექმნა. ხვიჩას აშკარად სხვანაირი მენტალობა აქვს ...ქინქლაძეს არ ვაკნინებ მაგნაირი ტალანტი არ გვყოლია ბოლო 30 წლი
gogo
16 ივლისი 2022 11:51
0
კაცი როგორც ფეხბურთელი რუსეთში გაიზარდა, აჭამეს, ასვეს აფასებდნენ და უყვართ სიგიჟემდე. თქვენ კიდე თხოვთ მიდი აგინეო, აბა რა მორალია ეს ...
გ.გ
16 ივლისი 2022 11:42
2
"კვარა" მართლაც თავმდაბალი პიროვნება და დიდი ტალანტია, თუმცა, ვახო სანაიამ დაგვიწუნა რატომღაც
კოკო
16 ივლისი 2022 09:26
0
ხვიჩა მაგარი კაცია და მაგარი ქართველი...
romandro
16 ივლისი 2022 04:10
0
ვუერთდები აქ გამოთქმულ სურვილებს. ჯერ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენიანი სერია ა-შია, უკვე მიხარია და ყველანი იმედიანად და ანთებულები რომ ვართ ამ ფაქტით, ძალიან დადებითად გმუხტავს. შრომა ყოველთვის ფასდება! წარმატება ხვიჩას და წინსვლა!
ლევანი
15 ივლისი 2022 22:35
1
ეს რამ გათქმევინა რონალდოა ჩემი საყვარელი ფეხბურთელიო. ეს ავადმყოფი მესისტები ხომ შეგიძულებენ.უკვე დაიწყეს დისლაიქები.
ექიმი აიბოლიტი
15 ივლისი 2022 22:29
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული