ამას გარდა, ჩინებული პირიოვნებაა და ეტყობა, რომ კარგ ოჯახშია აღზრდილი. მის მიმართ უკვე იტალიაშიც პატივისცემით არიან განმსჭვალული და ეს გუშინდელ პრესკონფერენციაზეც იგრძნობოდა, სადაც 21 წლის ბიჭი ხალიასიანად და რაც მთავარია დიპლომატიურად პასუხობდა კითხვებს.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ხვიჩა ჩვენი სიამაყე და იმედია, საქართველოს სახეა იტალიურ და ევროპულ ფეხბურთში და რაოდენ გასაკვირი და საწყენია, როდესაც ზოგიერთი თანამემამულე ვაიგულშემატკივარი შეურაცხყოფას აყენებს. მათთვის ხომ მთავარი თავიანთი პირადი, ვიწრო მერკანტილური პოლიტიკური მიზნებია და სხვა არაფერი. ზოგმა გვისაყვედურა, როდესაც მათი პოსტები გამოვაქვეყნეთ, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რამეთუ საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“.
sportall.ge ხვიჩას ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად მხარდაჭერას უცხადებს და წარმატებებს უსურვებს - შენ აბსოლუტურ უმეტესობას უყვარხარ, შენი იმედი გვაქვს და ძლიერ, ძლიერ გგულშემტკივრობთ, ისე, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს.
მიმომხილველი