ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაისმა უპრინციპულეს მატჩში სამივე ქართველი სასტარტოში დააყენა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს.

ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი ლეგიონერი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა.

პირველი მატჩი „სლოვანმა“ გასვლაზე 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსი აქვს. "ფერენცვაროშის" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, "სლოვანს" როგორც მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ