ხვიჩამ ვარჯიშზე მარიო რუი შეარცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი ნიჭის გამოვლინებას განაგრძობს.

3 შეხვედრის შემდეგ ხვიჩას ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ალბათ, სწორედ ასეთ იდეალურ სტარტს უსურვებდა ახალ გუნდში ყოველი ქართველი თავისი ნაკრების ლიდერს.

ამჯერად "კვარამ" თავი საკუთარი ცრუ მოძრაობით წარმოაჩინა, ჩვენებურმა მარიო რუის ფეხებშორის ჩინებული მოძრაობით გაუტარა და დამსწრე საზოგადოების აღტაცებაც გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯერ ერთი რაის რუბინის ჰიმნი; და ხვიჩა რო რუბინის დიდი ქომაგია ვისაც ეგ არ მოსწონს ან ეჭვი ეპარება იმ სპორტი საერთოდ არ იცის.
დავით 2101
29 ივლისი 2022 22:39
12
ხვიჩა თანაგუნდელებს თუ ფეხებშუა ბურთს არ გაუტარებს მისთვის ასე უფრო აჯობებს, თანაც რუი სულ მის ქებაშია.მესმის,რომ ეს მოძრაობა სისხლში აქვს გამჯდარი და მისი ერთ-ერთი საფირმო ნომერია, თუმცა ჯობს სიტუაცია გააკონტროლოს.რაც შეეხება მის ნამღერს ის, თუ რუბინის ჰიმნივით არის მალე დაივიწყოს, ნაპოლიშია უკვე,ნაპოლიში...
გიგა
29 ივლისი 2022 15:13
42
ფეხებშუა გატარება და მაკრატელა დარტყმა კარში ფიფთი ფიფთი ფეხბურთის ელემენტებია,ეფექტიანობის მხრივ და ექსკლუზიურად გამოსაყენებელია სერიოზული თამაშებისას .ვარჯიშის დროს და თანაგუნდელის წინააღმდეგ კი,ტრიპაჩობის ელემენტებია=აი მეც შემიძლია ასეო.დიდ ფეხბურთელს არ ეკადრება ამგვარი ქცევა.მალიორკასთან კი კვარაცხელიას პასს ნაკლებად აძლევდნენ თანაგუნდელები,მათ შორის რუიც,ავტორიტეტი უნდა დაიმსახუროს და ანაზღაურებაც გაეზრდება თუნდაც რუის და ოსიმენის და სხვათა დონეზე და მეტიც,კონკურენცია დიდია და თავისი კარგი თამაშით დასამსახურებელია.გუნდს კი ხარვეზები ბევრი აქვს,დაცვაში,ფეხბურთელთა სიძუნწეშიც,სპალეტი ძიებაშია,ორი სამი ფეხბურთელი კარგი დონის აკლია,გუნდი ა სერიისთვის საშუალოზე ცოტა მაღალი დონისაა,ხვიჩას კი მეტი მონდომება და ნაკლები სიძუნწე თამაშისას,ჯარიმა რომ შეასრულა მოუმზადებლად და კედელს გლიჯა,ეს ყველაფერი ჩანს მინდორზე.ოსიმენს რომ დაემართა პენალტის მითვისებისას,გაუმართლა რომ მაღალ კუთხეში მოარტყა და შეაგდო,სტრესულ თამაშებისას ამგვარად პენალტი არ ირტყმება ან გამოვა ან ვერა,მეტრეველი,მესი.. პენალტის არ არტყამდენ,ძლიერად ცხრიანებში...ესეც ჩემი ხუთი ცენტი,კვარაცხელიას გასაგონად.....
ლონდონიდან
01 აგვისტო 2022 08:50
0
ნუ პრაფესორობ რა. ეგ ჰიმნი კიდევ დიეგოსია, რა რუბინი
ivan
29 ივლისი 2022 19:33
0
ყველა გამოხმაურება
ეგრე უნდა მაგას ! პასებ რომ არ აძლევს PP
zura222
29 ივლისი 2022 14:53
1
ძალიან რთულია ,,სტატიისთვის" ისეთი სათაურის შერჩევა, ჩვენიანის წარმოსაჩენად სხვას რო შეურაცხყოფა არ მივაყენოთ?!
ჟორჟ სამპაიო
29 ივლისი 2022 13:06
1
ვიღაცამ ხომ უნდა იბაქიბუქოს ჰაიასტანის სტილში :)
odala
29 ივლისი 2022 15:20
1
გეთანხმები 100%!
ზოგადად სირცხვილი ბევრი სხვა რამეა და არა ფეხებს შუა ბურთის გაშვება. სტატიას ისედაც წაიკითხავს ხალხი დღეს ხვიჩასთან დაკავშირებით, ასე რომ ფრთიანი ფრაზები არაა საჭირო.
ლაშა
29 ივლისი 2022 14:13
1
მარიოს რომ ფეხებს შორის გაუტარა, ეგ არაფერი. უფრო მაგარი ის იყო ამის შემდეგ დაუფიქრებლად ზუსტი პასი რომ გააკეთა საპირისპირო ფრთაზე და ფეხზე დაასვა პარტნიორს.
ბადრი
29 ივლისი 2022 12:43
0
ზუსტად, იმენა გემრიელი დიაგონალი დაუხატა
რა მაფიაა?
29 ივლისი 2022 15:38
0
ჩვენს ხვიჩას, რაღაცით ლეო მესის მანერები აქვს, თუნდაც ბურთის გატარება ფეხებშუა (ლეოს საყვარელი ტრიუკია) და დრიბლინგები. მიდი ხვიჩა გაგვახარე! ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ნაპოლის, ოფიციალური შეხვედრები !
წარმატებები უნიჭიერს ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას!
29 ივლისი 2022 12:16
2
მადლობ, ძმაო! აბა წარმატება ვუსურვოთ ხვიჩას! გოჩა.
დათოს
29 ივლისი 2022 16:01
0
… ვერონა- ნაპოლი, 15 აგვისტო!!!
დათო
29 ივლისი 2022 14:13
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული