დვალი "აპოელში" ჩაირიცხა და კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის ცენტრალური მცველი ლაშა დვალი "აპოელის" ფეხბურთელი გახდა.

დვალმა "ფერენცვაროში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კვიპროსულმა კლუბმა ერთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"აპოელმა" კონფერენს ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და მესამე რაუნდში ყაზახურ "კიზილ-ჟარს" დაუპირისპირდება - 4 აგვისტოს სახლში და 11 აგვისტოს გასვლაზე. ასე რომ, ლაშას ახალ გუნდში გადასვლისთანვე ევროტურნირებზე მოუწევს მონაწილეობის მიღება.

"აპოელში" ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატება დვალს.
დაუზარელია მინდორზე. "მშრომელი" ფეხბურთელი
rable
29 ივლისი 2022 21:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული