მიქაუტაძის ჩინებული დასაწყისი - გოლი და საგოლე გადაცემა პირველ ტურში

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში თავი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა.

მიქაუტაძის „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ამიენი“ 3:0 დაამარცხა. მე-20 წუთზე მასპინძლები გუეიემ დააწინაურა, შესვენებაზე გასვლის წინ სტუმართა კარი მიქაუტაძემ დალაშქრა, შესვენების შემდეგ ქართველის პასით ნიანემ გაიტანა, ხოლო 77-ეზე გიორგი შეცვალეს.

8 აგვისტოს, მეორე ტურში „მეცი“ გასვლაზე „კაენს“ შეხვდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ამიენი 3:0
გოლები: 1:0 გუეიე (20), 2:0 მიქაუტაძე (44), 3:0 ნიანე (48)
გაძევება: ჩიმბებმე (86, მეცი)

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდი ჟორჟ. საქართველო შენს გვერდშია როგორც ფესვებიის ბოლო მომენტშია ისე ❤️
ტოტტი
23:14 30-07-2022
1
ახლა ვიღაცა გამოვარდება და იტყვის საფრანგეთის ლიგა 2 დაბალი დონეაოო:)) აი ასეთ ხალხს რა უნდა ელაპარაკოო როგორც ქეცბაია იტყოდა გაგებაში არ არიან ფეხბურთის. წარმატებები გიორგის იმედი მაქვს კიდევ ბევრს გაიტანს ჩინებული დასაწყისია გოლი პლიუს ასისტი.
ზურა
00:00 31-07-2022
0

სიახლეები პოპულარული