აქტიური ხვიჩა და "ნაპოლის" ფრე "მალიორკასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ „მალიორკას“ დაუზავდა - 1:1. ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც ძალიან ეუხეშებოდნენ, 72-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მივყვეთ თანმიმდევრობით: „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, თამაში აქტიურად დაიწყო და მისი წამოწყებული შეტევა პარტნიორებმა ვერ დააგვირგვინეს. შემდეგ მეტოქე უეხეშა და სამედიცინო პერსონალის ჩარევა გახდა საჭირო, თუმცა მალევე დაბრუნდა მოედანზე, ოსიმენს ჩინებული პასი გაუკეთა, რომელმაც დაახანა და მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ შეძლო. ესპანური გუნდი ძალიან ხისტად თამაშობდა,
ლოზანოც წააქციეს, მერე კი მსაჯმა პენალტი დანიშნა და ოსიმენმა „ნაპოლი“ დააწინაურა. მე-17 წუთზე ხვიჩამ ცრუ მოძრაობით მეტოქე ჩამოიცილა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა, მერე შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ტაიმის დასასრულს კი დრიბლინგი წამოიწყო და საჯარიმოს წინ მცველმა მოცელა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა და რაილომ თავურით ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული, „ნაპოლი“ კვლავ დაეუფლა ინიციატივას. ხვიჩამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა და 72-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

მორიგ სპარინგს ნეაპოლური გუნდი 3 აგვისტოს „ჟირონასთან“ გამართავს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - მალიორკა 1:1
გოლები: 1:0 ოსიმჰენი (8, პენ), 1:1 რაილო (55)

მკითხველის კომენტარები / 34 /
ორივე გუნდში საუკეთესო კვარაა
kaxa
01 აგვისტო 2022 02:50
0
მარიო რუის ვარჯიშზე ბურთი ფეხებშუა რომ გაუძვრინა, აშკარად ვეღარ იტანს ხვიჩას ეგ ნაგავი..........
სტალინი
01 აგვისტო 2022 02:43
4
კვიარას რო მედ.პერსონალი დახმარებას უწევდა,ოსიმენი არ მიშორებია,სულ კვირასაც იდგა.მესიამოვნა.ისე ძაან შემოვიდა ეს ტერმინი-- დაიხიეს ბურთი ისე იძახი
კახა ქ.
01 აგვისტო 2022 02:02
0
მაცალეთ ცოტა ეხლა შევდივარ ფორმაში
kvara
01 აგვისტო 2022 01:38
0
გულშემატკივარი
01 აგვისტო 2022 01:50
1
არ ვიცი იქნება მეჩვენება მაგრამ აშკარად აიგნორებდნენ ხვიჩას განსაკუთრებით ის შეუგნებელი მარიო რუი @ განსაკუთრებით მეორე ტაიმში ხშირად იქვე ედგა ხვიჩა მთლად თავისუფალი არ იყო ერთი კაცი ედგა ხოლმე (მაგრამ ერთი კაცის მოტყუება არაა პრობლემა ხვიჩასთვის) და ის დურაქი რუი "ვერ ხედავდა" და ჯიუტად გადაქონდა ბურთი ცენტრში და იქეთა ფლანზე რის მერეც იშლებოდა შეტევები და იკარგებოდა ბურთი @ (პალეტი თუ ხედავდა ამ ყველაფერს და არაფერს არ ეუბნებოდა მაშინ ისიც დურაქია და თუ ვერ ხედავდა მაშინ ორჯერ დურაქია!) ამ ოლივეირას ტრავმა აქვს თუ რა ხდება რატომ არ ათამაშებს სპალეტი ? დროზე მაინც ჩადგეს მწყობრში და იქნება იმან მაინც მისცეს ხშირად პასები ! სხვათა შორის მარტო მე კი არ ვამბობ ამას-იგივე თქვეს წამყვანებმა და მოედანთან რომ იდგა წამყვანი ლამაზი გოგო--კვარას არ იყენებენ ხშირად და უნდა გამოიყენონო !
zura222
01 აგვისტო 2022 01:09
4
გეჩვენება კიარა ეგრე იყო თითქმის ყველა თამაშზე ეტყობა ძმაკაცობს ვინც კვარას ადგილზეა კონკურენტი პას არ აძლევდა თუ გამოუვალი სიტუაცია არ ქონდა სულ მეორე ფლაგზე ტენიდა, რამდენჯერ ერთი პასი იყო საჭირო კონტშეტევის დროს სადაც მეფეა კვარა 3 კაცში მყოფ ოსიმენს ტენიდა
Soso
01 აგვისტო 2022 01:52
2
ჩვენი ოქროს ბიჭი ორივე გუნდში აშკარად ყველას ჯობდა.
რამდენჯერაც მიიღო ბურთი, თითქმის იმდენივეჯერ გამწვავდა ნაპოლის შეტევა.
ამატავა და ამატავა ესპანელები.
მეტი რა ქნას? )))
ILIA
01 აგვისტო 2022 01:03
1
გულშემატკივარი: კვარაცხელიაზე არაფერი ცუდი არ დამიწერია. უბრალოდ ფაქტია რო მაჩანჩალა მალიორკამ კლასის ხარჯზე ამ სოფლურ გუნდს მინიმუმ 4 ბურთი არ გაუტანა. ან იმ კორეელში 25 მილიონი როგორ უნდა გადაიხადო არ მესმის. ვისაც არ დაეზარა დხეს თავით ურტყამდა კარის მიმართულებით. მადლობა ხმერთს რო 1-1 მორჩა და არა 1-4 მინიმუმ. მაგრამ ესპანურ გუნდს რომელიც ახლახან გადმოვიდა უმახლეში უფრო მაგრა რო თამაშობს ამას უბრალოდ თვალით ხედავს ადამიანი თუ ფეხბურთში ერკვევი. ასეთი თამაშით ტორინოსთან მოგება გამორიცხულია. ძალიან სუსტი გუნდია ნაპოლი. მარტო რახაცა კვარაცხელია ბარდხალებდა და ის ოსიმენი. დანარჩენები უაზრო ბურთის გორავში ხუთიანი აქვთ. თან ისე აგორაებენ ბურთს მგონი ხავი და ინიესტა გონიათ თავი ამ სოფლელებს. ვაი რა ეშველება ამგენს ასეთი თამაშით ჩემპიონატში
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01 აგვისტო 2022 00:48
39
ფეხბურთის ცოდნის რა გითხრა, მაგრამ ,,სოფლელი'' სალანძღავი სიტყვა რომ გგონიათ შენ და შენნაირებს, შეგნების დონე ამაზეც გეტყობა. პერო არსად დაგეკარგოს, მოუფრთხილდი. DDDDDD
მამუკა
01 აგვისტო 2022 01:10
0
მალიორკა ფეხბურთს თამაშობს თუ რაგბის? ამხანაგურ შეხვედრებში ესეთი უხეშობა როგორ შეიძლება...ეს ესპანეთი ერთი რეალი და ბარსელონაა დანარჩენი თოხები
გია
01 აგვისტო 2022 00:39
4
ხო აი იტალია ანგრევს ყველაფერს ევროთასებზე. სოფლური გუნდებია მანდ შეკრებილი. იუვენტუსი მილანი ინტერი ახლოსაც ვერ მივა ინგლისის ოთხეულთან. ვერც რეალთან და ვერც ვილიარეალთან. იტალიურმა გუნდმა როდის მოიგო ბოლოს ლიგა ალბათ 20 საუკუნეში. მაგარი სამარცხვინო და გაპიარებული ჩემპიონატია. ინგლისის და ესპანეთი მეფობენ და იქ უნდა გადასულიყო ეს ბიჭი. მაგრამ ის სხვის ფულს შეეწირა და გაუშვეს საშუალო დონის ჩემპიონატში.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01 აგვისტო 2022 01:03
41
იმ მალიორკამ დაახია ბურთი ამ სოფლურ გუნდს რასაც ქვია. ან ბურთის ფლობა ამ ყველა ესპანურ კლუბებს რა დონეზე აქვს. იქ უნდა გადასულიყო კვარაცხელია აგენტი რო არ ყოლოდა მუქთახორა ფულის მონა რომელმაც რუსული დინამო ბათუმით ფული გაათეთრა. თორე კვარაცხელიას სტილი არის ესპანური ფეხბურთი. იტალიაში ფეხბურთს არ თამაშობენ იქ წვალობენ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01 აგვისტო 2022 00:30
65
ძალიან გთხოვ გააგრძელე კომენტარების წერა სხვადასხვა სტატიებზე არ შეწყვიტო. ძალიან მამხიარულებს DDDDD
აკო
01 აგვისტო 2022 09:26
0
ძალიან საბრალო ადამიანი ხარ მეგობარო,გაგაუბედურა და გაგაგიჟა პოლიტიკამ,არც მაინცდამაინც განათლებით და შეგნებით გამოირჩევი.
საქართველო
01 აგვისტო 2022 02:46
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული