Calcio in Pillole-მ "ნაპოლის" შესახებ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გუნდის დაკომპლექტებისას შეტევის ხაზში პრობლემები აქვს.
გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი, ალბათ, "ვერონას" თავდამსხმელის, ჯოვანი სიომეონეს დამატებას ვერ შეძლებს, რადგან მისი სამსახურით "დორტმუნდი" დაინტერესდა. "ბორუსიას" ის სებასტიან ალეს შემცვლელად სჭირდება, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და ქიმიოთერაპიის ჩატარება მოუწევს.
"ჩოლიტოს გადაბირება "დორტმუნდს" არ გაუჭირდება, ეს კი "ნაპოლისთვის" კარგი ამბავი არ არის, რომლის რიგები ლორენცო ინსინიემ და დრის მერტენსმა დატოვეს, მათ შემცვლელად კი მხოლოდ ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია მოვიდა და ვაკანსია ნაწილობრივ შეავსო.
ნეაპოლელებს აგრეთვე ირვინგ ლოზანო, მატეო პოლიტანო, ადამ ოუნასი და ანდრეა პეტანია ჰყავთ, მაგრამ სჭირდებთ ვიქტორ ოსომჰენთან ტანდემში მოთამაშე ფეხბურთელი.
ამ როლისთვის ყველაზე შესაფერისი ჯოვანი სიმეონეა. უკანასკნელ ხანს ნეაპოლელები არგენტინელის ტრანსფერის განხორციელებასთან თითქოს ახლოს იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადადგეს".