"კრისტალური ნიჭი და მოკაშკაშე ხვიჩა" - იტალიური მედია და სპალეტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"მალიორკასთან" ნამატჩევს (1:1) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ეს ჩვენთვის სასარგებლო ტესტი იყო. ერთი საათი ბურთს კარგად ვფლობდით, შემდეგ - ვერა. მაღალი ტემპის მეორე ტაიმშიც შენარჩუნება გვჭირდება. ეს გასაუმჯობესებელი გვაქვს და ამაზე ვიმუშავებთ.

კვარამ თავისი ნიჭი ისევ გვაჩვენა, იცის, როგორ შეცვალოს სიტუაცია და მანაც უნდა მოუმატოს, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა".

კლუბის საიტი წერს, რომ ქართველმა მცველები მომოფანტა, 40 მეტრიდან კინაღამ გაიტანა, მოედანზე სხვაობას ქმნის, ტრიბუნები ოვაციებით მიესალმებიან, დაცვას მუდმივად ეხმარება და თავის კრისტალურ ტალანტს აჩვენებს.

Areanapoli აღნიშნავს, რომ დაცვის დახმარებისა და შესანიშნავი ასპარეზობის გამო სპალეტისგან და სათადარიგოთა სკამისგან ხვიჩამ აპლოდისმენტები დაიმსახურა, რადგან მწვრთნელის თქმით, 77 ნომრის ძალისხმევას ძალიან აფასებს, ის შეტევისას ყოველთვის სახიფათოა და ამ ასაკის ასეთი ფეხბურთელის ამ ფასად შეძენა მისასალმებელია.

calcionapoli24-მა ჩვენებურს დითირამბები უძღვნა: "ორი დრიბლინგი პირველ სამ წუთში, აუდიტორიის ოვაციები, კიდევ ერთი გარღვევის შემდეგ მოედანზე წააქციეს. ის კაშკაშებდა თავის და არა პატინის სტადიონის განათების ფონზე".

მკითხველის კომენტარები / 23 /
აშკარად მოჩანდა,რომ პასებს შეგნებულად არ აძლევდნენ. ის ბურთებიც პრაქტიკულად ან თვითონ მოიპოვა ან პარტნიორს უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა.
მირზა
07:15 02-08-2022
0
ვთვლი(ცოტა სუბიექტურადაც,ჩვენი ბიჭია:),რომ კვარას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს,ამომავალი ვარსკვლავი კი არა შემდგარი ფეხბურთელია,მთელი საფეხბურთო აზროვნებით და ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკით.2-3 წელიწადში ნახეთ თქვენ...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული