გაგნიძის მოსკოვიდან წამოსვლა პრინციპულად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია - იქნება თუ არა სანაკრებო სანქცია?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით გახარებულები ვართ და მის გზაზე სხვა ფეხბურთელებსაც ველით, თუმცა ქართველი ლეგიონერების ირგვლივ პრობლემებიცაა, რაზეც საუბარი საჭიროა.

ჩვენ არასდროს ვიყავით მომხრე და პირიქით, ვეწინააღმდეგებოდით იმ პათოსსა და ტონს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეიქმნა, რომელმაც რუსული ფეხბურთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ყაზანის "რუბინთან" კონტაქტის შეჩერების უფლებით პირველივე დღეებში არ ისარგებლა. საბოლოოდ კარგად დავინახეთ, ყველაფერი როგორ დასრულდა და საათები აქ არაფერს წყვეტდა. ამის შემდეგ ფიფამ 3-თვიანი შეზღუდვები გაზარდა და ახლა რუსული კლუბებიდან დროებით წასვლა ლეგიონერებს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ. ამის
მიუხედავად, იქ რამდენიმე ჩვენებური რჩება, მათ შორის, ნაკრების ყოფილი წევრი გია გრიგალავა, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მთავარი საწუხარი ლუკა გაგნიძეს უკავშირდება, რომელიც მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელია.

Sportall.Ge

19 წლის ნახევარმცველის თამაში ვისაც უნახავს, მაშინვე დარწმუნდებოდა, რომ მას მინდვრის განსაკუთრებული ხედვა აქვს და ყველა თვისება გამოარჩევს, რის გამოც დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. როცა ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში იყო, მისი მოსკოვში გადასვლა და შემდეგ თუნდაც "ურალში" განათხოვრება ლუკას განვითარებისთვის ხელისშემშლელი არ უნდა ყოფილიყო და საბოლოოდ, ის ევროპულ კარიერაში წარმოგვედგინა. გაგნიძემ ფიფას შესაძლებლობით ისარგებლა და 3 თვით პოლონურ "რაკუვში", ვაკო გვილიასთან გადავიდა. ფაქტია, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში მას თავის გამოსაჩენად დრო არ მიეცა, საბოლოოდ კი ქართველი ფეხბურთელი მოსკოვში დაბრუნდა. რუსეთის ჩემპიონატი ყველა ღირებულმა ლეგიონერმა დატოვა და მათ კლუბებს ევროტურნირებზე გასვლაც აკრძალული აქვთ. ამ ფონზე გაგნიძის განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელი გვგონია, თანაც უკვე პრინციპული საკითხი გახდა, ყველა არარუსმა ისარგებლოს და რუსეთის ჩემპიონატი დატოვოს. ამის შესახებ განცხადება ლევან კობიაშვილმაც გააკეთა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა - "მნიშვნელოვანია, ეს შანსი გამოიყენოს ყევლამ... თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი". იქნება თუ არა უფრო მკაცრი შეზღუდვები, რთული სათქმელია. მაგალითისთვის, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ რუსულ და ბელარუსულ გუნდებში მოთამაშეებს არ გამოიძახებენ.

გაგნიძესთან ერთად, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას ირაკლი კვირიკაშვილიც იცავს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრზე, 19 წლის ლუკა გაგნიძეზე, უფრო დიდი მოლოდინები და ინტერესია. რთული დასაჯერებელია, რომ კარიერის დროებით გასაგრძელებლად მისთვის რომელიმე, თუნდაც ქართული კლუბი ვერ მოიძებნა. გეტყვით, რომ პრემიერლიგაში ჯერ 3 ტური გავიდა და "დინამოს" 5 ქულა აქვს, გაგნიძე კი არც ისე ბევრს თამაშობს.

alt"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

altკობიაშვილი რუსეთში მოთამაშეებთან დაკავშირებით ფიფას გადაწყვეტილებას მიესალმება

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა გინდათ მაგ საშინელ ქვეყანაში. მართლა გული მწყდება, არავის ვლანძღავ, უბრალოდ გული გაგისკდება ადამიანს. დღეს მედვედევმა დაპოსტა, რუსეთთან შეერთებამდე საქართველო როგორც ქვეყანა საერთოდ არ არსებობდაო და ეს ჩვენი მიწებია, რომელიც უნდა დავიბრუნოთო, მე მთელი გულით მჯერა, რუსეთუმეები რომ მიწოდებია და მიკამათია, ის ადამიანებიც კი არ დაეთანხმებიან ამ საშინელებას არასოდეს.
იქნებ ოდესმე მივხვდეთ, რომ ბოლომდე გადაყლაპვა უნდა ამ ქვეყანას ჩვენი, ისე როგორც ვყავდით ერთ დროს გადაყლაპული, დაჩლუნგებული, ენა წართმეული, ისეთი დეგრადაცია მოგიწყოზ რომ თურმე სსრკ ში ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ეთაკილებოდათ კიდეც ქართულად საუბარი.
დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის შენება, ისე, რომ ახალგაზრდას რუსეთში გაქცევა არ მოუნდეს , და სპორტში რუსეთი არ იყოს ევროპისკენ გამავალი ტრამპლინი.
როდის მივხდებით ყველა ერთად, რომ ის დიდი ჭაობია
Skeleton
19:19 02-08-2022
2
მოკლედ რომ ვთქვა, არა ვარ მომხრე ახალგაზრდა ფეხბურთელი სისტემატური წნეხის ქვეშ მოთავსება, მით უფრო კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად აგორებული კამპანიის სახით. მარაზმს ემსგავსება ეს ყველაფერი და ფეხბურთთან არაფერი აქვს საერთო.
გიორგი
18:54 02-08-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული