გაგნიძის მოსკოვიდან წამოსვლა პრინციპულად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია - იქნება თუ არა სანაკრებო სანქცია?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით გახარებულები ვართ და მის გზაზე სხვა ფეხბურთელებსაც ველით, თუმცა ქართველი ლეგიონერების ირგვლივ პრობლემებიცაა, რაზეც საუბარი საჭიროა.

ჩვენ არასდროს ვიყავით მომხრე და პირიქით, ვეწინააღმდეგებოდით იმ პათოსსა და ტონს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეიქმნა, რომელმაც რუსული ფეხბურთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ყაზანის "რუბინთან" კონტაქტის შეჩერების უფლებით პირველივე დღეებში არ ისარგებლა. საბოლოოდ კარგად დავინახეთ, ყველაფერი როგორ დასრულდა და საათები აქ არაფერს წყვეტდა. ამის შემდეგ ფიფამ 3-თვიანი შეზღუდვები გაზარდა და ახლა რუსული კლუბებიდან დროებით წასვლა ლეგიონერებს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ. ამის
მიუხედავად, იქ რამდენიმე ჩვენებური რჩება, მათ შორის, ნაკრების ყოფილი წევრი გია გრიგალავა, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მთავარი საწუხარი ლუკა გაგნიძეს უკავშირდება, რომელიც მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელია.

Sportall.Ge

19 წლის ნახევარმცველის თამაში ვისაც უნახავს, მაშინვე დარწმუნდებოდა, რომ მას მინდვრის განსაკუთრებული ხედვა აქვს და ყველა თვისება გამოარჩევს, რის გამოც დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. როცა ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში იყო, მისი მოსკოვში გადასვლა და შემდეგ თუნდაც "ურალში" განათხოვრება ლუკას განვითარებისთვის ხელისშემშლელი არ უნდა ყოფილიყო და საბოლოოდ, ის ევროპულ კარიერაში წარმოგვედგინა. გაგნიძემ ფიფას შესაძლებლობით ისარგებლა და 3 თვით პოლონურ "რაკუვში", ვაკო გვილიასთან გადავიდა. ფაქტია, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში მას თავის გამოსაჩენად დრო არ მიეცა, საბოლოოდ კი ქართველი ფეხბურთელი მოსკოვში დაბრუნდა. რუსეთის ჩემპიონატი ყველა ღირებულმა ლეგიონერმა დატოვა და მათ კლუბებს ევროტურნირებზე გასვლაც აკრძალული აქვთ. ამ ფონზე გაგნიძის განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელი გვგონია, თანაც უკვე პრინციპული საკითხი გახდა, ყველა არარუსმა ისარგებლოს და რუსეთის ჩემპიონატი დატოვოს. ამის შესახებ განცხადება ლევან კობიაშვილმაც გააკეთა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა - "მნიშვნელოვანია, ეს შანსი გამოიყენოს ყევლამ... თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი". იქნება თუ არა უფრო მკაცრი შეზღუდვები, რთული სათქმელია. მაგალითისთვის, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ რუსულ და ბელარუსულ გუნდებში მოთამაშეებს არ გამოიძახებენ.

გაგნიძესთან ერთად, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას ირაკლი კვირიკაშვილიც იცავს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრზე, 19 წლის ლუკა გაგნიძეზე, უფრო დიდი მოლოდინები და ინტერესია. რთული დასაჯერებელია, რომ კარიერის დროებით გასაგრძელებლად მისთვის რომელიმე, თუნდაც ქართული კლუბი ვერ მოიძებნა. გეტყვით, რომ პრემიერლიგაში ჯერ 3 ტური გავიდა და "დინამოს" 5 ქულა აქვს, გაგნიძე კი არც ისე ბევრს თამაშობს.

alt"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

altკობიაშვილი რუსეთში მოთამაშეებთან დაკავშირებით ფიფას გადაწყვეტილებას მიესალმება

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა გინდათ მაგ საშინელ ქვეყანაში. მართლა გული მწყდება, არავის ვლანძღავ, უბრალოდ გული გაგისკდება ადამიანს. დღეს მედვედევმა დაპოსტა, რუსეთთან შეერთებამდე საქართველო როგორც ქვეყანა საერთოდ არ არსებობდაო და ეს ჩვენი მიწებია, რომელიც უნდა დავიბრუნოთო, მე მთელი გულით მჯერა, რუსეთუმეები რომ მიწოდებია და მიკამათია, ის ადამიანებიც კი არ დაეთანხმებიან ამ საშინელებას არასოდეს.
იქნებ ოდესმე მივხვდეთ, რომ ბოლომდე გადაყლაპვა უნდა ამ ქვეყანას ჩვენი, ისე როგორც ვყავდით ერთ დროს გადაყლაპული, დაჩლუნგებული, ენა წართმეული, ისეთი დეგრადაცია მოგიწყოზ რომ თურმე სსრკ ში ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ეთაკილებოდათ კიდეც ქართულად საუბარი.
დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის შენება, ისე, რომ ახალგაზრდას რუსეთში გაქცევა არ მოუნდეს , და სპორტში რუსეთი არ იყოს ევროპისკენ გამავალი ტრამპლინი.
როდის მივხდებით ყველა ერთად, რომ ის დიდი ჭაობია
Skeleton
02 აგვისტო 2022 19:19
2
მოკლედ რომ ვთქვა, არა ვარ მომხრე ახალგაზრდა ფეხბურთელი სისტემატური წნეხის ქვეშ მოთავსება, მით უფრო კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად აგორებული კამპანიის სახით. მარაზმს ემსგავსება ეს ყველაფერი და ფეხბურთთან არაფერი აქვს საერთო.
გიორგი
02 აგვისტო 2022 18:54
12
რასაც ვატყობ, მოსკოვის დინამო სათამაშო დროს აძლევს და მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს. ძირითადში არ დგას, მაგრამ შეცვლაზე სულ გამოდის. ამიტომ ჯერჯერობით სარგებელს გაგნიძეც ნახულობს, მაგრამ არავინ იცის როდემდე. ფაქტია, გაგნიძე დასაკარგი ფეხბურთელი არ არის, ყველა ნიჭიერი ქართველი ცენტრალური ნახევარმცველია ვინც პერსპექტივაში გვყავს, უახლოეს მომავალში ამ ბიჭზე ბევრი რამ იქნება ნაკრებში დამოკიდებული. ამიტომ, აგენტიც და მის გარშემო ვინც არიან, ვიწრო ინტერესებით არ უნდა იმოქმედონ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, ამ ბიჭის კარიერისთვის უკეთესი რაც იქნება.
რობერტ კემბელი
02 აგვისტო 2022 18:25
0
არცერთი ასეთუ ისე ნორმალური გუნდი არ იწვევს და რა ქნას რომ წამოვიდეს ?? დააცადეთ გამოუჩდება გუნდი და წამოვა ! საკუთარი თავის მტერი ხომ არაა იმ გარიყულ ქვეყანაში დარჩეს ევროთასების შანსი რომ არა აქვს !
zura222
02 აგვისტო 2022 17:27
7
საფრანგეთის ნაკრებმა რუსეთში წასულ კალათბურთელებს,ნაკრებში მიწვევაზე უარი განუცხადა.მალე კლუბებმაც შეიძლება მათ მიბაძონ და ლუკა ყველანაირ შანსს დაკარგავს,რუსეთიდან გაღწევის.ახლა რუსეთში წასვლა,მათი მხარდაჭერის ტოლფასად აღიქმება ევროპაში.სწორედაც საკუთარი თავის მტრობად მეჩვენება,ახლა იქ წასვლა.
სოსო
02 აგვისტო 2022 18:20
1
სადაც უნდა იქ ითამაშოს.
აიწყოს კარიერა,როგორაც თვითონ ურჩევნია.
ჩვენი შეძახილის გარეშეც წამოვა რუსეთიდან, ქვეყანა სპორტულ იზოლაციაშია და პერსპექტივა არანაირი არ არის.
მთავარია - უკრაინაში არ წავიდეს არც სათამაშოთ და არც სასეირნოთ. რაც უფრო აერიდება ხახოლებს - მით უკეთესი იქნება მისთვის და ყველა ქართველისთვის!
მაგენიც და რუსებიც ერთია, ენითაუღწერელი უბედურება მოხდა და ხდება, და არ აჩერებთ ეშმაკი.
ვალერი
02 აგვისტო 2022 14:44
22
არ აჩერებს ეშმაკი არა? აბა, აბა, როგორ ბედავენ საკუთარი სამშობლოს დაცვას და იმ სათნო, საყვარელი რუსების ხოცვას ხომ? დანებდნენ, ჩააბარონ თავისი ქვეყანა,რა მოხდა მერე ასეა არა შენი ლოგიკით?
არტ
03 აგვისტო 2022 09:37
0
აბაა,ომამდე შენგელია და მისი მომხრეები იძახდნენ სპორტი პოლიტიკა არაფერ შუაშიაო და ომი როგორც კი დაიწყო პირველი შენგელია წამოვიდა რუსეთიდან "გაუტყდა"მასეთ ქვეყანაში ცხოვრება და თამაში,მერე უცბათ დაუკავშირდა ერთმანეთს სპორტი და პოლიტიკა!!!ლუკა შენ არაფერი "გიტყდება"?!
ბექა
02 აგვისტო 2022 14:43
6
ლუკა ძმაო!!რუსები მადლობლები მაინც არ დაგრჩებიან,შენგელია რო რუსეთიდან წამოვიდა,ცეესკას პრეზიდენტმა თქვა ის მუდამ ნიღაბს ატარებდა ჩვენთან ურთიერთობაში და ეხლა გამოამჟღავნაო,ჩვენ მაღალი დონის კალათბურთელი გვეგონა და არ ყოფილა მასეთი ვერაფერში გამოგვადგაო!!რატომ უნდა აწყენინო რუსების გამო შენ გულშემატკივარს?!რუსებს ჩვენზე მეტად უნდათ კარგი კარიერა რომ გქონდეს?!მაინც არ დაგიფასებენ!!!!!
ირაკლი
02 აგვისტო 2022 13:31
4
ასე ადამიანურ ენაზე რომ ისაუბროს ყველა გულშემატკივარმა რამოხდება?ვეწინააღმდეგები რუსეთში ქართველების თამაშს მაგრამ ისეთ უკიდურეს აგრესიას ავლენენ მათ მიმართ მერე ამ ფეხბურთელის დამცველი ვხდები, იმიტომ რომ ასეთ გადავლას არავინ იმსახურებს , მითუმეტეს 19 წლის სპორტსმენი.
!!
02 აგვისტო 2022 19:05
0
Sadac unda iq itamashebs.ukrainamde chven shemogvesia ruseti,tan ramdenjer.im dros ase ar reagirebda xalxi da exla ukraina ufro adardebt?fuls aketebs mand da bevri qartveli ojaxi irchineba rusuli fulit.simartle esaa.sadac daitoves iq darcha tore evropashi chvenze metad unda tamashi.
Gia
02 აგვისტო 2022 13:19
4
აქ საკმარისად დაწერეს პოლიტიკურ ასპექტზე და ამიტომ ამ კუთხით არაფერს ვიტყვი.
არის მეორე ფაქტორიც - რუსეთის ჩემპიონატი იყო ჩვენი ფეხბურთელების ნამდვილი სასაფლაო. უამრავი მაგალითი არსებობს როგორ დაღუპეს ქართველებმა თავიანთი ნიჭი ამ ჭაობში და პრაქტიკულად ვერ დამისახელებთ რუსეთში წასულ ფეხბურთელს დიდი ფეხბურთი ეთამაშოს და ნაკრებს გამოსდგომოდეს. მხოლოდ ასათიანის ხსენება კმარა ჩემი მოსაზრების დასადასტურებლად. კვარასაც იგივე დღე ელოდა, რომ არა ომი. ამიტომ გამოფხილდით ქართველებო და ერთხელ და სამუდამოდ გაითავისეთ რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი და ყველა სფეროში ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს, მათ შორის ფეხბურთშიც.
დათო
02 აგვისტო 2022 12:52
7
არ წამოვა,შანსი არაა.წამომსვლელი იქ აღარ დაბრუნდებოდა.აწი გინდ წამოსულა გინდ არა,ვფიქრობ თვითონ არაა დიდად დამნაშავე,პატარა ბიჭია,თვითონ გამოუცდელია და არ იცის როგორ მოიქცეს,ალბათ აგენტს ყავს დაჭერილი ყურებით და მის ჭკუაზე ატრიალებს ამასაც და მის მშობელსაც.ცუდი პრეცენდენტია,ძალიან ცუდი.რას ვიზავთ,გვყავს მეორე არანაკლებ ნიჭიერი გაგნიძეც.ეს ბიჭი ვერც დაგვაქცევს და ვერც აგვაყვავებს.წესით არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში,მაგრამ გამოიძახებენ.
master
02 აგვისტო 2022 12:41
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული