"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება

AutoSharing Option
უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ბურბასი მოჰყვა, თუ როგორ დატოვა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა "დინამო" და გადავიდა პოლონურ "ლეხში".

"მაქვს ინფორმაცია, რომ წიტაიშვილი "დინამოდან" ძალიან ულამაზოდ წავიდა. მასთან გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ინდივიდუალური შეხვედრა ჰქონდა და უთხრა, რომ დარჩენილიყო, რადგან მისი იმედი ჰქონდა.

ქართველმა მწვრთნელს ძალიან ცუდად უპასუხა და უთხრა, რომ ის თავს "დინამოში" ვეღარ ხედავდა, სხვა გუნდში გადასვლა უნდოდა. ის წავიდა "ლეხში", რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინოდ გამოვარდა.

მეჩვენება, რომ წიტაიშვილი "დინამოში" თავს კომფორტულად არ გრძნობდა. მას შეცდომების დაშვების ძალიან
დიდი ზეწოლა ჰქონდა. მან იპოვა ისეთი ადგილი, სადაც შეუძლია აიღოს თავის თავზე თამაში და კრიტიკის არ შეეშინდეს. ვფიქრობ, ამით ქართველმა ნაბიჯი უკან გადადგა", - ამბობს ბურბასი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
უკრაინის დინამოს და ბურბას კახელებისგან კახური მოკითხვა.
T.q კახელი
03 აგვისტო 2022 02:46
1
ეს ბიჭი ყველაზე სწორ და აზრიანი ფეხბურთს თამაშობს ..სწორი გადაადგილება აქვს კარგი პასი და უბურთოდაც კარგად იხსნება...ძალიან მაგარი ბიჭია ჩემი არავინ არაა უბრალოდ სწორად თამაშობს და მაგრად მომწონს წარმატებები
Dato
02 აგვისტო 2022 20:50
0
ამ ბიჭის უთამაშებლობის ერთადერთი მიზეზი იყო ის რომ "უკრაინელობას" ქართველობა არჩია ! 100% დინამოს შეფებს ზემოდან უკრაინის "ვერხუშკიდან" (არახამია-გონჩარენკო არესტოვიჩი) მიუვიდა ბრძანება რომ "ჭკუა ესწავლებინათ" მისთვის @ ძალიანაც კარგი ქნა რომ წავიდა ! "ლეხი" კი არა ბანგლადეშინანაც რომ ქონოდა წინადადება მაინც უნდა წასულიყო !
zura222
02 აგვისტო 2022 19:57
19
Chven gveamayeba es bichi da gviyvars...me maqvs misi imedi aramarto misi chveni bichebis...dzalian magrad miyvarxart
Jaba
02 აგვისტო 2022 19:34
0
ტოვებდა მაგრამ არ ათამაშებდა. უცხოელი თუ ხარ უნდა გადაჰყვე საკუთარი თავის საზიანოდ--მაშინ კარგი ხარ, სანამ საერთოდ ახსენდები. შექმნილი ვითარებიდან ეს გამოსავალი დაინახა თავისთვის და გააკეთა.
გიორგი
02 აგვისტო 2022 18:41
0
ვისაც წიტაიშვილის არეული არ მოეწონა, იმის დალაგებული ....
დაამთავრეთ წინადადება
02 აგვისტო 2022 18:36
1
უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ბურბასი. ეს მგონი ფეხბურთში ვახო სანაიასავით ერკვევა.
muro
02 აგვისტო 2022 17:28
2
ეს ბიჭი შრომით ყველაფერს მიაღწევს, თქვენ ნუ ინერვიულებთ ამაზე.
02 აგვისტო 2022 15:09
1
კაცმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონი გახადა, მიუხედავად ამისა ახალგაზრდა ტალანტს დაათრევდნენ აქეთ იქით. ითმინა ითმინა და წამოვიდა, გიორგი თავის თავს მალე დიდ გუნდში წარმოგვიდგენს აუცილებლად, დასაყვედრებელი კი არავისაგან არ ეკუთვნის, პირიქით...
გიორგი
02 აგვისტო 2022 14:59
0
Me ufro is gamkvirvebia am lexshi dziritadshi rogor ver xvdeba?? eg kiara bolo matchshi shecvlazec ar atamashes...
Givi
02 აგვისტო 2022 14:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული