იტალიის სერია "ა" სტარტს 13 აგვისტოს აიღებს. ლიგაში, სადაც კახა კალაძეს ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა და ლევან მჭედლიძეს გრანდების კარი აუღია, ახლა ხვიჩა კვარაცხელიას "აფეთქებას" ველით. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ირაკლი აზაროვისა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერები ამ ეტაპზე არ შედგება, თუმცა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ლუკა ლოჩოშვილის გადაბარგებას ჯერ კიდევ ველით.
"ვოლფსბერგერის" 24 წლის მცველს "მილანთან" დაპირისპირებაში აკვირდებოდნენ. მართალია, ავსტრიელები დიდი ანგარიშით (0:5) დამარცხდნენ, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ საწყისი 45 წუთი ითამაშა. ლუკას ყველაზე აქტიურად "კრემონეზეს" უკავშირებენ.
ფაბიო პეჩიას
გუნდი იტალიის მთავარ ლიგაში 26-წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა. ისინი ფართო გულშემატკივრებისთვის ცნობილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულნი არ არიან. ცენტრალური მცველის პოზიციაზე, სადაც ლოჩოშვილი გამოდის, "მთავარი კაცი" მაინც 25 წლის იტალიელი ლუკა რავანელია. 21 წლის კალებ ოკოლი იჯარის შემდეგ "ატალანტაში" დაბრუნდა და გუნდს ახლა ფიქრი მის შეცვლაზე უწევს. მატეო ბიანჩეტი აქ რჩება, თუმცა ანდრეა მელონი გუნდიდან წავიდა. "სასუოლოდან" 32 წლის რუმინელი ვეტერანი ცენტრალური მცველის, ვლად კირიკეშის გადაბირება მოხერხდა, "ჯენოადან" კი - 23 წლის მექსიკელი იოან ვასკესის. მთავარ მწვრთნელს სურს, გუნდში კონკურენცია გაზარდოს და ლოჩოშვილის შესაძლო ტრანსფერი ამას ემსახურება, თუმცა ჩვენებურს შეუძლია სასტარტოსთვისაც იბრძოლოს და ეს გუნდი სერიოზულ ტრამპლინად გამოიყენოს.
"კრემონეზეს" მოკრძალებული მიზნები უნდა ჰქონდეს. 1-ელ ტურში, 14 აგვისტოს, ისინი "ფიორენტინას" ესტუმრებიან, რასაც "რომასთან" ასევე გასვლითი შეხვედრა მოჰყვება. 9 ოქტომბერს "სტადიო ჯოვანი ზინიზე" "კრემონეზე" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დაუხვდება.
ლოჩოშვილის სერია A-ში გადასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება - ლუკას წაყვანა "მილანის" ყოფილ სპორტულ დირექტორს სურს
მაგარი იქნება თუ გადავიდა