დღეს, ამხანაგურ მატჩში, „ვალენსია“ „კასტელონს“ დაუპირისპირდება. „ღამურების“ მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ამჯერად სასტარტოში ხაუმე დომენეკი დააყენა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგოა.
კასტელონ დე ლა პლანაში თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.