ხვიჩაზე ნადირობდნენ - ის საუკეთესო იყო და გაიტანა კიდეც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „მალიორკასთან“ სპარინგში დაშავდა, 24-ე წუთზე ტრავმირებული მატეო პოლიტანოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მან მაშინვე გაამწვავა თამაში, ბურთი საჯარიმოს გარეთ გაზონზე დაუშვებლად დაარტყა და ოდნავ ააცილა მიზანს, ხოლო 79-ე წუთზე ქართველმა თავის მიერ მოპოვებული პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას ისევ ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, ჯერ საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს, 90-ე წუთზე კი მცველმა სახეში იდაყვი ჩაარტყა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და შეცვალეს. თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

კვარამ 5
მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 6 აგვისტოს „ესპანიოლთან“ გამართავს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“

ნაპოლი - ჟირონა 3:1
გოლები: 1:0 ლოპესი (27), 1:1 კასტელიანოსი (57), 2:1 პეტანია (77), 3:1 კვარაცხელია (79, პენ)

მკითხველის კომენტარები / 22 /
ნადირობდნენ არა თევზაობდნენ, უბრალოდ მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, უკვე თითქმის ყველამ იცის ბურთს რომ იღებს რის გაკეთებას აპირებს. არც ისაა გასაკვირი სასტავში რომ არ არის. აი მოწინააღმდეგე გუნდმა მე-2 ტაიმში ლამის მთელი შემადგენლობა შეცვალა და კვარაც სუსტებში შედარებით გამოჩნდა. ბიჭს დრო უნდა- დროო ევროგრანდების თამაშის სტილს რომ მოერგოს.
დრაივა
04 აგვისტო 2022 12:53
21
წინა თამაშში მცირე ტრამვა ჰქონდა კვარას.გუნდთან არც უვარჯიშია, მწვრთნელი აპირებდა დასვენებას, მაგრამ კაცი დაემტვრა და შეიყვანა კვარა. თავში ხელს რომ ურტყავენ მჭიდრო თამაშისგანაა?? რამდენჯერმე რომ წააქციეს ესეც მჭიდრო თამაშიგამოა? არაფერი შენ არ გესმის და რატომ წერ კომენტარს???
დრაივა ხარ თუ შაშუბეშა
05 აგვისტო 2022 00:55
0
წინა თამაშშიც და ახლაც,სრულიად აშკარა და განზრახ უხეშობა მსაჯებმა ისე გაატარეს,ჯარიმაც კი არ ჩასტვინეს
სოსო
04 აგვისტო 2022 12:46
1
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო გენაცვალე გულში მაგარი კაცი ხარ უფალმა დალოცოს და გააძლიეროს
კაკო
04 აგვისტო 2022 11:32
0
რუსებს პრემია აქვთ დაწესებული ალბათ ამის მოჩეხვაზე
ist
04 აგვისტო 2022 07:43
8
ასე გამუდმებით ჩარტყმას ვერ გაუძლებს და ერთხელაც მიიღებს მძიმე ტრამას, იძახეთ მერე ტრავმისკენ მიდრეკილია და ფიზიკურად მზად არააო და რაღაც გამოგონილი ზღაპრები, რკინის ძვლები არავის აქვს და ყველა მიიღებს ტრავმას, სანამ უხეში თამაში წახალისებული იქნება.
იმის მაგივრად რომ უხეში თამაში გააპროტესტონ იძახიან არაუშავს კიდე უარესი მოუწევს და ახლა თუ ურტყამენ ამით იმუნიტეტი აუმაღლდებაო.
მეზიზღება უხეშობა და არ უხდება ფეხბურთს, ძალის დემონსტრირება ვისაც უნდა მაგისთვის არსებობს სხვა ცხოველური სპორტის სახეობები. ფეხბურთი კი თავისი სილამაზით ლამის ხელოვნების დონეზეა აყვანილი და რა დალეწვაზეა ლაპარაკი.
მცირე უხეშობაზეც ეგრევე წითელი უნდა იყოს და მერე ყველა ფრთხილად ითამაშებს, და ბურთზე ითამაშებს რაც მთავარია
Spain
04 აგვისტო 2022 02:42
3
100%. რატომღაც ბოლო წლებია ესპანეთის ჩემპიონატი გამოირჩევა უხეშობით. ამიტომაც არის ყველა თამაშში 8-10 ბარათი. მსაჯებსაც უკვე უცნაური დამოკიდებულება აქვთ იმის მაგივრად, რომ დაიცვან ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებსაც ასე ხდირად ხვდებათ ფეხებში თითქოს როგორც სიმულიანტებს ისე იყურებენ და ხშირ შემთხვევაში ჯარიმასაც არ დებენ.
H
04 აგვისტო 2022 07:36
0
წინა კომენტარებს თუ გადახედავ შეამჩნევ რომ, ვიღაც წიომნად დისლაიქებს ამუღამებს)))
შავი კაცი
04 აგვისტო 2022 00:11
5
აშკარად არ აძლევდნენ პასებს.
ზაზა
03 აგვისტო 2022 23:57
3
რაც არ უნდა ამბიციურად ჟღერდეს გამარჯობა 21 წლის მესის
ილიავარ...
03 აგვისტო 2022 23:07
12
კარგი ფეხბურთელია და წინ აქვს ის დრო, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან დააყენებენ, მაგრამ არ აქვს ჯერჯერობით ისეთი შედეგი, რომ მესის და რონალდოს შევადაროთ.
zura
03 აგვისტო 2022 23:50
6
რა სჭირს ოლივეირას ? რატომ არ ვათამაშებენ ? ის იდიოტი მარიო რუი აშკარად სპეციალურად არ აძლევს ხვიჩას პასებს @ და საერთოდ მაგრა ატორმუზებს სეტევებს @ მეორე ტაიმი რომ უკეთ ჩაატარეს ამის მიზეზი იმ ქლიავის მოედანზე არ ყოფნა იყო !
zura222
03 აგვისტო 2022 23:06
2
მაგ რუის ყველაზე მეტად ევასება კვარა
გიორგი
04 აგვისტო 2022 00:00
3
მარიო რუი აშკარად მანუჩარაა მაჩაიძე :)
რობი
03 აგვისტო 2022 23:32
5
ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი ბიჭი, საოცარ ფინტებს და დრიბლინგებს აკეთებდა, მომეჩვენა, ზოგიერთ თანაგუნდელს შურს მისი და პასებს არ აძლევდნენ ხშირად, ძირითადი მოთამაშე კი არა და გუნდის ლიდერად ყალიბდება.
მინდია
03 აგვისტო 2022 23:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული