ხვიჩაზე ნადირობდნენ - ის საუკეთესო იყო და გაიტანა კიდეც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „მალიორკასთან“ სპარინგში დაშავდა, 24-ე წუთზე ტრავმირებული მატეო პოლიტანოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მან მაშინვე გაამწვავა თამაში, ბურთი საჯარიმოს გარეთ გაზონზე დაუშვებლად დაარტყა და ოდნავ ააცილა მიზანს, ხოლო 79-ე წუთზე ქართველმა თავის მიერ მოპოვებული პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას ისევ ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, ჯერ საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს, 90-ე წუთზე კი მცველმა სახეში იდაყვი ჩაარტყა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და შეცვალეს. თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

კვარამ 5
მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 6 აგვისტოს „ესპანიოლთან“ გამართავს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“

ნაპოლი - ჟირონა 3:1
გოლები: 1:0 ლოპესი (27), 1:1 კასტელიანოსი (57), 2:1 პეტანია (77), 3:1 კვარაცხელია (79, პენ)

მკითხველის კომენტარები / 22 /
როგორც ყოველთვის საუკეთესო,რაც ყველაზე მთავარია ბოლომდე იხარჯება და შედეგიც იდება,ყოჩაღ!!! უფალი გფარავდეს და გეწეოდეს!!! წარმატებები და წინსვლა!!!
გულშემატკივარი
22:50 03-08-2022
2
არ ვიცი შეიძლება მეჩვენება მაგრამ სანამ პირველი შემადგენლობა იყო მოედანზე ხვიჩას ნაკლებად რთავდნენ თამაშში, შეცვლების მერე უფრო გამოჩნდა და ნაპოლიც უფრო დიდ უპირატესობას დაეუფლა
რეზო
22:49 03-08-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული