კვიპროსის ჩემპიონი "აპოლონი" ჰაიფის "მაკაბისთან" ისრაელში 0:4 დამარცხდა. რევაზ ინჯგიას (არ უთამაშია) გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ჯაფა დასჭირდება.
ლიეტუვის "ჟალგირისის" ზღაპარი ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა, ისინი ნორვეგიულმა "ბოდო გლიმტმა" არ დაინდო - 5:0. თუმცა, აღსანიშნავია რომ მათ მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი განაღდებული აქვთ.
შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ქართველი ლეგიონერების 2 გუნდი ინარჩუნებს, თუმცა ჩვენებურებს არც აქ უთამაშიათ. ტრავმირებული ოთარ
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი სომხურმა "პიუნიკმაც" დაკარგა. სერბეთის ჩემპიონმა "ცრვენა ზვეზდამ" ისინი 5:0 დაამარცხა. მოგეხსენებათ, უახლოეს საათებში სერბულ კლუბში ირაკლი აზაროვის წარდგენას ველით.
"ცრვენა ზვეზდას" აქაური ფეხბურთის ვარსკვლავი დეიან სტანკოვიჩი წვრთნის. გამორჩეული მატჩი ჰქონდა 23 წლის განელ ფორვარდ ოსმან ბუკარის, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. დიდი ალბათობით, პლეი-ოფის ერთი წყვილი უკვე ვიცით - "ცრვენა ზვეზდა" - ჰაიფის "მაკაბი". ამ ორიდან ერთ-ერთი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
სერბებმა შეხვედრა 10 ფეხბურთელით დაასრულეს - ერთწუთიან მონაკვეთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს 31 წლის მარცხენა მცველი მილან როდიჩი. მას კარიერის დიდი ნაწილი რუსეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული. ირაკლი აზაროვს კონკურენციის გაწევა სწორედ მასთან მოუწევს და ვფიქრობთ, ჩვენებურს ეს არ უნდა გაუჭირდეს.
აქვე გეტყვით, რომ სერბეთის სუპერლიგა 13 აგვისტოს გაგრძელდება და სანაკრებო პაუზამდე 7 ტური ჩატარდება. 4 მატჩის შემდეგ "ცვრენა ზვეზდა" უდანაკარგოა, მე-2 ადგილს კი გიორგი მერებაშვილის ყოფილი კლუბი "ვოივოდინა" იკავებს.
სომხების დამარცხება, აზაროვის წარდგენა - "ცრვენა ზვეზდას" უახლოესი გეგმები