ჩემპიონთა ლიგა. II ტური: აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "ატალანტასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მეორე სათამაშო დღეს 2 მატჩი გაიმართა.

„შახტარმა“ ატალანტა“ გელზენკირხენში მიიღო და 0:3 დამარცხდა. პირობითი მასპინძლების გუნდში ირაკლი აზაროვი, რომელიც უკრაინის პრემიერლიგის გასულ ტურში „ვერესთან“ სათადარიგო იყო, მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ისევ არ ათამაშა. „მეშახტეებს“ 1 ქულა აქვთ და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 22 ოქტომბერს ლონდონში „არსენალთან“ ჩაატარებენ.

"ფეიენოორდმა" დაძაბულ დაპირისპირებაში კატალონიაში "ჟირონას" 3:2 სძლია.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
შახტარი - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 ჯიმშიტი (21), 0:2 ლუკმანი (44), 0:3 ბელანოვა (48)

ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა - ფეიენოორდი 2:3
გოლები: 1:0
ლოპესი (19), 1:1 ერერა (23, საკ. კარში), 1:2 მილამბო (33), 2:2 ვან დე ბეკი (73), 2:3 კრეიჩი (79, საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: უედა (36, ფეიენოორდი), მიოვსკი (67, ჟირონა)

მკითხველის კომენტარები / 1 /
შახტარმა 0_3 წააგო,აზაროვი შეცვლაზეც არ ათამაშეს.ეს თვითონ აზაროვმა რომ გაიაზროს, რატომ არ ათამაშებს სანიოლი ნაკრებში,დიდი პრეტენზიებით რომაა
ჯუდო
00:00 03-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული