ტრანსფერი დადასტურდა! - ლოჩოშვილი "ვერონას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტრიული "ვოლფსბერგერის" პრეზიდენტმა დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბის 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვერონაში" გადადის.

როგორც მან აღნიშნა, იტალიურმა კლუბმა მშვენიერი ფინანსური წინადადება შესთავაზა და უარის თქმა არ შეეძლოთ.

ამასთან ერთად, მათი მიზანი იყო, რომ ლუკა, როგორც ფეხბურთელი, აღეზარდათ და განევითარებინათ, შემდეგ კი ის სარფიანად გაესხვისებინათ.

ახლა რიგლერი იმედოვნებს, რომ ლოჩოშვილი კლუბში მცირე დროით კიდევ გაჩერდება, გუნდს კონფერენს ლიგაზე "გზირასთან" მატჩში დაეხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ წავა "ვერონაში".

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს
იხდიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
მგონი რაღაც გაგვიხარდება. აღარ მინდა სიკვდილი და ერთი ქვეყნის ,,კარაბლივით,, გავუშვებ. ,,დინამოს,, სტადიონი აგუგუნდება)).
100%
05 აგვისტო 2022 13:30
1
warmatebebi gamexarda! მაგრამ რა მიკვირს იცით? 8 ცენტრალური მცველი ჰყავს ვერონას ამჟამად და ამხელა კონკურენციას შეიძლება ვე გაუძლოს!
ბაში აჩუკი
05 აგვისტო 2022 13:19
1
ძალიან მაგარი ამბავია,წარმატებები!!!! მაგარი თაობაა, დროა ნაკრებმა რაღაცას მიაღწიოს!!!
!!!
05 აგვისტო 2022 13:05
0
Mgoni chvenebs gemovneba ecvlebat morcha ufa,alania,rubini,metalisti,vorskla.....warmatebebi Lukas da kvela qartvels!!!
Givi
05 აგვისტო 2022 12:52
1
ვაუ,რა მაგარიააა.... წინ ბიჭებო, წინ საქართველოვ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ დიდი ტურნირები. წარმატებები ლუკინო!
SLR
05 აგვისტო 2022 12:49
0
ძალიან მაგარია, წარმატებები ლუკას.იქ კიდევ უფრო მოუმატებს და გაიზრდება და ნაკრებიც მაგარ მცველს მიიღებს
კახა
05 აგვისტო 2022 12:49
0
ძალიან სასიხარულოა. იმედია ნაკრების დაცვის ბურჯი გახდება. ამ ბიჭის ააქვს ფიზიკური მონაცემები ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდეს. წარმატებები ლუკას.
G.LA
05 აგვისტო 2022 12:44
0
წარმატებები ლუკას!!! და საქართველოს ნაკრებს...
tngh
05 აგვისტო 2022 12:32
1
წარმატებები ლუკას.
status quo
05 აგვისტო 2022 12:24
0
მაგარი ინფორმაციაა! გილოცავთ! წარმატებები!
ბათუმი
05 აგვისტო 2022 12:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული