როგორც მან აღნიშნა, იტალიურმა კლუბმა მშვენიერი ფინანსური წინადადება შესთავაზა და უარის თქმა არ შეეძლოთ.
ამასთან ერთად, მათი მიზანი იყო, რომ ლუკა, როგორც ფეხბურთელი, აღეზარდათ და განევითარებინათ, შემდეგ კი ის სარფიანად გაესხვისებინათ.
ახლა რიგლერი იმედოვნებს, რომ ლოჩოშვილი კლუბში მცირე დროით კიდევ გაჩერდება, გუნდს კონფერენს ლიგაზე "გზირასთან" მატჩში დაეხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ წავა "ვერონაში".
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს