მატჩის დღე! ხვიჩას და "მამარდას" "გენერალური რეპეტიცია" - როგორ ხასიათზე შეხვდებიან ჩემპიონატებს "ნაპოლი" და "ვალენსია"?

AutoSharing Option
შაბათს, 6 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" და გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ახალი სეზონის დაწყებამდე უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებს, ე.წ. გენერალურ რეპეტიას გამართავენ. იტალიელების მეტოქე ესპანური "ესპანიოლი" იქნება, ესპანელები კი იტალიურ "ატალანტას" შეხვდებიან.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა ზაფხულის განმავლობაში 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და არ დამარცხებულა - 3 მოგება, 2 ფრე. ხვიჩა კვარაცხელიაამ ახალ გუნდში მართლაც მშვენივრად დაიწყო - 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა და თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლი" შეტევების წარმართვას უფრო მარჯვენა ფლანგიდან ცდილობს, საპირისპირო მხარეს მოთამაშე ხვიჩა მაინც
გამორჩეულია. ქართველი შემტევისგან საკუთარ საჯარიმოსთან რამდენიმე ართმევაც ვნახეთ.

კასტელ დელ სანგროში, "თეოფილო ფატინის" სტუმარ კატალონიურ "ესპანიოლს" "სელტასთან" შეხვედრისთვის მზადება აქვს. კვარაცხელიას უშუალო დაპირისპირება ოსკარ ჟილთან მოუწევს, რომელსაც უკვე ესპანეთის ნაკრებში იწვევენ. ბარსელონელები ცუდ ფორმაში არიან და ბოლოს ინგლისურ "ბრაიტონთან" დიდი ანგარიშით (1:5) დამარცხდნენ.

Sportall.Ge

მოსალოდნელია, რომ სპალეტი მეტ-ნაკლებად ისეთ შემადგენლობას დაეყრდნობა, რომელსაც სერია "ა"-ს პირველ ტურში გამოიყენებს. საინტერესოა, მარცხენა მცველის პოზიციაზე მწვრთნელი უფრო მარიო რუიზე ჩამოყალიბდება თუ მატიას ოლივეირაზე. სხვა მხრივ, შემადგენლობა მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია. ჩრდილომაკედონიელ ელიფ ელმასს ხვიჩას დუბლიორობასთან შეგუება მოუწევს.

შაბათის შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. მისი "ფეისბუქრეპორტაჟი" რომ ფასიანი იქნება, უკვე შევეჩვიეთ, თუმცა ალტერნატიული წყაროების მოძიებაც ხდება.

შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის 1-ელ ტურში, 15 აგვისტოს, "ნაპოლი" "ვერონას" ესტუმრება, სადაც შესაძლოა, ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი ვიხილოთ...

Sportall.Ge

ჯენარო გატუზოს "ვალენსია" კი არასტაბილურად გამოიყურება. "ღამურებმა" მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით (2 მოგება) დაიწყო, თუმცა შემდეგ 1 ფრე და 2 მარცხი აქვს. იტალიელი სპეციალისტი ჯერ ერთგვარ ექსპერიმენტებს ატარებს და გუნდის ახალ ტაქტიკასთან ადაპტირებას ცდილობს, თუმცა ამასობაში ახალი სეზონი კარს მოადგათ.

კარგია, რომ გიორგი მამარდაშვილი სასტარტოში უალტერნატივოდ განიხილება. მას ბევრი დასამახსოვრებელი მატჩის ჩატარება შეუძლია.

ჯან პიერო გასპერინის "ატალანტა" ჩემპიონატს "სამპდორიასთან" გასვლითი მატჩით იწყებს. მათ ბევრი ამხანაგური დაპირისპირება არ ჩაუტარებიათ. "ვალენსია" ეცდება, წარუმატებელი სერია შეწყვიტოს და 14 აგვისტოს, "ლა ლიგის" სასტარტო ტურში, "ჟირონას" კარგ ხასიათზე შეხვდეს, 6 აგვისტოს შეხვედრა კი 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

altშესაძლოა, კვარაცხელია ქართველ მცველს პირველივე ტურში დაუპირისპირდეს

altმამარდაშვილი შეცვლაზე შევიდა - "ვალენსია" მესამელიგელთან დამარცხდა

altაგვისტოს განრიგი ტოპლიგებში - ხვიჩა და "მამარდაც" აქ არიან...

altროგორ ვუყუროთ ფეხბურთს უფასოდ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვალენსია მახინჯი გუნდია. ქარიზმა აკლია. მამარდასთვის კარგია რადგან საქმის გარეშე არ იქნება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული