"დაუყოვნებლივ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს..." - იტალიური გამოცემა "კვარას" შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს დაწყებამდე სულ რაღაც 1 კვირა რჩება, გულშემატკივრები ხვიჩას დებიუტს მოუთმენლად ელიან, ჩვენებურის შესახებ ამჯერად ცნობილი იტალიური გამოცემა tuttomercatoweb.com-ი წერს და "ნაპოლის" მომავალ ლიდერად სწორედ "კვარას" მოიხსენიებს.

"ქართველებს სერია A-ში მისი სახით მესამე წარმომადგენელი ეყოლებათ, ხვიჩა ნეაპოლში გამოჩნდა მისიით, შეცვალოს ლორენცო ინსინიე, "ნაპოლი" რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ ადაპტაციისთვის დრო არ ექნება, "კვარა" ახლავე უნდა გახდეს გუნდის ლიდერი. ქართველი სპალეტის გუნდში მთავარი შემქმნელი იქნება, რომელიც მოთამაშეებს საგოლე გადაცემებით მოამარაგებს და მეტოქის კართან ბევრ ხიფათს შექმნის.

მოთამაშის პროფილი

კვარაცხელია 18 წლის ასაკიდან
ეროვნულ ნაკრებში გამოდის და შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს, 17 თამაშში 8 გატანილი გოლი. მის მიერ ჩატარებული მატჩი შვედეთის წინააღმდეგ (2:0) სკანდინავიელებს ძვირად დაუჯდათ. 1.83 მეტრის გარემარბი, ორმხრივი მოთამაშე, რომელიც თავს მარცხენა ფრთაზე უფრო კომფორტულად გრძნობს ინსინიეს მსგავსად. ლორენცოს მემკვიდრეობა უნდა გაგრძელდეს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, "ვერონას" წინააღმდეგ შედგება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დიახ პასს არ აძლევენ თქვენ ალბათ მარტო მომენტები გაქვთ ნანახი განსაკუთრებით რუი, როგორც კი კვარა იხსნება არც უყურებს მარჯვენა ფრთაზე გადააქვს თამაში
ლშა_იუვენტინოს
08 აგვისტო 2022 09:46
0
იტალიელებო
თუ გინდათ რომ ულიდეროს კვარამ გუნდს.
ბურთის საძებნად კი არ უნდა არბენინოთ. კვარა რომ იხსნება პასი არ უნდა დაუმადლოთ.
ყველაფერი ერთმა კაცმა აკეთოს ეს როგორ.
ნუ იეგოისტებთ, პასი მიეცით ლიდერს
თენგო
07 აგვისტო 2022 18:47
0
რა უბედურებაა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ამხელა პასუხისმგებლობის დაკისრება, ჯერ ხომ მხოლოდ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს სერიოზულ კლუბში ცოტა ადაპტაციის საშუალება მიეცით, ინსინიეს კი არა უკვე მარადონას შემცვლელად მოიაზრებენ, მაქსიმუმი უნდა გამოწურონ. მეშინია ჩაკვეს ბედი არ გაიზიაროს(ჯვარი სწერია), ყველა გაუშვეს ვინც თამაში იცოდა და მთელი სიმძიმე კვარას უნდა დააწოლონ!
rigiti
07 აგვისტო 2022 18:26
1
ლიდერად შეკვეთით ვერავინ ყალიბდება, თანაც სასწრაფოდ... სლუცკი სრულ თავისუფლებას აძლევდა კვარას და იმიტომაც ლიდერობდა რანგით ბევრად დაბალ რუბინში.. სპალეტის შეგირდები კი პასის მიცემასაც ამადლიან და რომელ ლიდერობაზეა საუბარი?!... და საერთოდაც, ვისშიაც ათჯერ მეტი აქვთ გადახდილი, იქნებ იმას მოსთხოვონ ლიდერის კვალობაზე და კვარას კი უბრალოდ ადაპტაცია აცალონ? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქაურ ჯიმა გულშემატკივრებზე მეტს მოითხოვენ და მეტად გრუზავენ უდაოდ ნიჭიერ კაცს, რომელიც, მიუხედავად პოსტსაბჭოთა სივრცეში აღიარებისა, ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს დიდ ფეხბურთში...
ვოოტ
07 აგვისტო 2022 15:27
1
მეგობრებო კვარას პასს არ აძლევენ და რქღაცეები არის სისულელე, პასსაც აძლევენ და კარგადაც მიიღეს და მისი ეიმედებათ , უბრალოდ ჩვენ სულ კვარას ვუყირებთ ფა გვინდა რო ყველა შემთხვევაში მას მიცენ პასიიი და მაგიტო სულ გვიტოვებს იმის შეგრძნებას რო არ აძლევენ
ლშა_იუვენტინო
07 აგვისტო 2022 17:15
6

სიახლეები პოპულარული