"კვარამ" მაგრად დაიწყო, უდიდესი პოტენციალი გააჩნია..." - ხვიჩა სერია A-ს გამორჩეულ ნახევარმცველებში მოხვდა

AutoSharing Option
იტალიურმა la gazzetta dello sport-მა სერია A-ს 6 საუკეთესო ნახევარმცველი გამოარჩია, რომელსაც ყველა უნდა დააკვირდეს.

სიაში პირველად ხვიჩა კვარაცხელია ახსენეს:

"სპალეტი მის მიმართ კატეგორიული იყო, ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. პირველ ამხანაგურ შეხვედრაშივე დაგვანახა საკუთარი შესაძლებლობები. ეკლექტიკური, თანამედროვე ნახევარმცველი, რომელმაც იცის, როგორ გადაახტეს მოწინააღმდეგეს და როგორ შექმნას რიცხობრივი უპირატესობა.

ქართველ ფეხბურთელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ლორენცო ინსინიეს მემკვიდრეობა გადაიბაროს. "ნაპოლიში" კვარაცხელია მაგრად იწყებს, მისგან გოლებსა და საგოლე გადაცემებს ველით, თერთმეტმეტრიანსაც მშვენივრად ურტყამს, ოსიმენის შემდეგ პირველი არჩევანი იქნება. ხვიჩას
ფასი მაღალი იქნება, აუქციონზე უკვე დიდი სახელების გვერდითაა" - წერს გამოცემა.

ჩვენებურის გარდა ჩამონათვალში მოხვდნენ: სასა ლუკიჩი ("ტორინო"), რობერტო ფერეირა ("უდინეზე"), გაბრიელ სტრეფეძა ("ლეჩე"), აბდელჰამიდ საბირი ("სამპდორია") და ედერსონი ("ატალანტა").

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" პრესეზონის მატჩები "ესპანიოლთან" ნულოვანი ფრით დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა უნდა დაბრალდეს თავისი უნდა ითამაშოს კულიბალი გაყიდეს რუისიც მიდის არავინ მოდის გასპადორი კაია კიდე ერYი ორი კაცი კაი იქნებოდა ნავასი კაი ვარიანტია უნდა ნახონ კაი ბურთის დამჭერი და კვარა კი ყავთ მარადონას მემკვიდრე და ნეაპოლის პრინცი
გიორგი
23:35 07-08-2022
0
ლამის ყველაზე ნაკლები გადაიხადეს ხვიჩაში და ყველაზე მეტი იმედი მისი აქვთ. მე ის მაფიქრებს ნაპოლის პრობლემები ხვიჩას არ დაბრალდეს. დიდ წარმატებას მიაღწია ნაპოლიმ მარადონას დროს, მაგრამ როგორც მარადონა იყო იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ნაპოლი ბარსელონას, რეალის, მილანის და ა.შ. გრანდების დონის ვერ გახდა. ერთი კვარაცხელია ნაპოლის გრანდად ვერ აქცევს, საჭიროა უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელების შეძენა.
თენგაბი
18:53 07-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული