ჩვენი ფეხბურთელების მნიშვნელოვანი კარიერული პროგრესი - ამას ცოტა ხნის წინ ვერ წარმოვიდგენდით...

AutoSharing Option
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ცოტათი ვწუწუნებდით - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა დაბალი რანგის კლუბებში გამოდისო. ამავდროულად, მუდამ სინანულით გვიწევდა გახსენება, რომ ჩვენებურებს "მილანის", "შალკეს", "მანჩესტერ სიტისა" თუ "აიაქსის" მაისურით არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. იმასაც მივანიშნებდით, ამ გზაზე "დაბრუნება" რომ გვჭირდებოდა და შემდეგ გაგრძელება უფრო იოლი იქნებოდა. ეს ერთგვარი ბარიერი გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" წასვლით გადავლახეთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერმა კი ახალი ენერგია შეგვძინა - მაღალი მიზნებისთვის მუდმივად მებრძოლ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც გამოვა, ქართველი გარემარბის ერთ-ერთ ლიდერობას ველით...

Sportall.Ge

ყველაფერ ამის ხელშემწყობი,
ფეხბურთელების თამაშისა თუ მათი აგენტების ძალისხმევის გარდა, საქართველოს ნაკრების წარმატებული პერიოდიც გახდა. ვილი სანიოლმა მშვენიერი გუნდი ჩამოაყალიბა, სადაც ევროპული ფეხბურთისთვის საჭირო აზროვნება და მენტალიტეტი იგრძნობა. ფრანგ სპეციალისტს მართლაც მაღალი დონის კარიერა ჰქონდა და საფეხბურთო ნიუანსებში მშვენივრად ერკვევა.

მაგალითად, ზურიკო დავითაშვილის სანაკრებო შეხვედრები რომ ავიღოთ. სანიოლის ხელში ის ძალიან მრავალფეროვანი და საჭირო მოთამაშე გახდა - აკეთებს პრესინგს, მინდვრის ცენტრში ბევრს მუშაობს და შედეგიანიცაა. შეგვიძლია გადაწყვეტილად ჩავთვალოთ, რომ ზურიკო საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, დავითაშვილი არანაკლები სიძლიერის გუნდში გადავიდეს, ვიდრე "ნაპოლია", თუმცა ტოპ-ჩემპიონატში გადასვლა უკვე სერიოზული პროგრესია. ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და კარიერის განვითარებისთვის დიდი დრო აქვს. კი, გვსურდა ირაკლი აზაროვი სერია "ა"-ში გვეხილა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდში, რომელსაც ხსენებულ ტურნირზე ამ სეზონში თამაშის შანსი აქვს, კარიერის პროგრესული გაგრძელებაა. გულწრფელები რომ ვიყოთ, ინდივიდუალური წარმატებების მიუხედავად, იმ ჩემპიონატიდან და კლუბებიდან მოთამაშის შეძენა, რომლებიც ევროტურნირებზე ერთი ეტაპის გადალახვასავ ვერ ახერხებენ, მაინც რთულად წარმოსადგენია. მაქსიმალისტობა კარგია, თუმცა რეალობიდან გაქცევა გამოსავალი სულაც არაა...

Sportall.Ge

ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც თაობათა ცვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების დაცვის მნიშვნელოვანი წევრი უნდა გახდეს, ასევე სერია "ა"-ში ითამაშებს. გამოდის, რომ ჩვენებურები ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ლიგებში იასპარეზებენ. უკეთესი იქნება, ამ სიაში ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებიც იყოს, სწორება ამაზე უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობებსა და ხარისხს მხოლოდ კლუბის დონე ვერ განსაზღვრავს და ვილი სანიოლს ამ დეტალებზე დაკვირვება არ გაუჭირდება, თუმცა წარმატების მისაღწევად მაღალი დონის ლიგაში ასპარეზობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროპის წამყვანი ჩემპიონატების დაწყებას მხოლოდ იმიტომ არ ველოდებით, რომ ის საინტერესოა, არამედ შეგვიძლია ქართველებს ვუგულშემატკივროთ. დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგია და უფრო მეტიც უნდა ვცადოთ.

alt"დაუყოვნებლივ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს..." - იტალიური გამოცემა "კვარას" შესახებ

altექსკლუზივი - დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ესპანურ "ლა ლიგაში"? - სავარაუდო ტრანსფერი

მკითხველის კომენტარები / 10 /
მიქაუტაძე და ზივზივაძეს სჭირდებათ უკეთესი კლუბები...
bejo
11:02 08-08-2022
0
წლები ვამბობდით, რომ რუსეთის ჩემპიონატი კლავდა ქართვ ტალანტებს, დრომ აჩვენა, რომ მართლები ვიყავით. როარა რუსეთ უკრაინის ომი დიდი ალბათობით ხვიჩა და ზურიკო ისევ რუსეთში ითამაშებდნენ და გავიხარებდით სიომინის კომენტარებით რომელიც ხვიჩას შეაქებდა. მამარდაშვილო რუსეთში რო მოხვდრილიყო კარიერის ბოლომდე იდგებოდა კრილიასოვეტოვის კარში. ბევრი ტალანტი ჩაგვიყლაპა რუსეთის ჩემპიონატმა მაგრამ ყველაზე მეტად ასათიანზე მწდება გული რომელსაც შეეძლო მსოფლიო დონის ფეხბურთი ეთამაშა. როგორც ყველაფერში რუსეთი ფეხბურთშიც კლავს !
ლაშა
22:40 08-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული