რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კარგი შეხვედრა ჩაატარა და "კრილია სოვეტოვთან" სტუმრად (2:0) მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად (90 წუთი) პირველად ითამაშა (გააფრთხილეს). ლუკამ მე-13 წუთზე 22 წლის პარაგვაელ მცველს, რობერტო ფერნანდო ურბიეტას გაატანინა - კუთხური ძალიან ჭკვიანურად ჩააწოდა. შეხვედრას საბოლოო წერტილი ვიაჩესლავ გრულევმა დაუსვა.
მოსკოვის "დინამოს", ზენიტის" მსგავსად, 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი "კრასნოდარს" უმასპინძლებს.
12:04 08-08-2022
გაგნიძემ კუთხური ჭკვიანურად ჩააწოდა და მოსკოვის "დინამოს" გამარჯვებაში დაეხმარა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
დღეს ერთერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია.მოსკოვის დინამოში ტყუილად არავის ათამაშებენ.დიდ წარმატებებს ვუსურვებ