გაგნიძემ კუთხური ჭკვიანურად ჩააწოდა და მოსკოვის "დინამოს" გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კარგი შეხვედრა ჩაატარა და "კრილია სოვეტოვთან" სტუმრად (2:0) მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად (90 წუთი) პირველად ითამაშა (გააფრთხილეს). ლუკამ მე-13 წუთზე 22 წლის პარაგვაელ მცველს, რობერტო ფერნანდო ურბიეტას გაატანინა - კუთხური ძალიან ჭკვიანურად ჩააწოდა. შეხვედრას საბოლოო წერტილი ვიაჩესლავ გრულევმა დაუსვა.

მოსკოვის "დინამოს", ზენიტის" მსგავსად, 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

altგაგნიძის მოსკოვიდან წამოსვლა პრინციპულად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია - იქნება

თუ არა სანაკრებო სანქცია?
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოსკოვის დინამოს ფორმა რო გაცვია დღეს თუ გინდა სულ კუთხურიდან ჩაახვიო ყოველ ტურში მაინც სირცხვილი და ამაზრზენობა ხარ !!!
ლექსო
12:26 08-08-2022
29
კარგი ნახევარმცველი გვეზრდება,კარგი გუნდია დინამო,საკმაოდ მაღალი დონის ლეგიონერები ყავს!
ბაში აჩუკი
12:24 08-08-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული