ბუდუ ზივზივაძე შეიძლება "ყარაბაღში" გადავიდეს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბუდუ ზივზივაძეს "ფეჰერვარში" სასტარტოში არ აყენებენ, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 5 მატჩში უკვე 4 გოლი გაიტანა და მაინც გასხვისებას უპირებენ.

azerisport-ი იტყობინება, რომ უნგრულმა კლუბმა ქართველი "ყარაბაღს" შესთავაზა, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა. ისიც უცნობია, დაინტერესებულია თუ არა ტრანსფერით აზერბაიჯანის ჩემპიონი.

"ყარაბაღი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბაქოში "ფერენცვაროშს" დაუზავდა (1:1), საპასუხო შეხვედრა კი დღეს გაიმართება.

ზივზივაძე "ფეჰერვარში" 2020 წელს "მეზეკოვეშდიდან" გადავიდა; გასულ სეზონში "უიპეშტში" იჯარით გაუშვეს, რომლის რიგებში 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ბუდუს
სეკეშფეჰერვარულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნამეტანი უმადური გუნდია ეს ფეჰერვარი და მისი მწვრთნელი.
master
09 აგვისტო 2022 18:14
0
Aseti daufasebloba ar gamigia,fehervaridan aucileblad unda wavides da saertod arcerti qartveli ar unda gadavides am klubshi!!!
Givi
09 აგვისტო 2022 18:16
0
ამათი უმადური დედაც,აგენტებმა უნდა ივაჟკაცონ ეხლა და კარგ გუნდში უნდა გადაიყვანონ,კარგ ფორმაშია და მაგარი სეზონიც ექნება გეჰერვარმა თუარ აურია კარიერა,მიდი ბუდუ მიაწექი დაუმტკიცე რო ყველაზე ძლიერი ხარ მაგ გუნდში
Aba hee
09 აგვისტო 2022 20:01
1
არა ბუდუ, რა ყარაბახი?! ბუნდესლიგაში უნდა იყო, შენი თავის ფასი იცოდე ძმა, არ იჩქარო, უამრავი ვარიანტი გამოგიჩნდება სულ მალე, თუმცა რა ვიცი, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც შანსია ერთგვარი....
09 აგვისტო 2022 20:29
1
რა ბუდენსლიგა თუ ძმა ხარ ეგ შენ ნორჩი, ხომ არ გგონია 29 წლის ხდება მალე.
ეეე
09 აგვისტო 2022 21:15
6
რა აზროვნებისა ხართ ხალხო, რას მიედ მოედებით, 29 წლის ასაკში არ შეიძლება ბუნდესლიგაში დებიუტი? 3-4 წელი ითამაშებს თავისუფლად.
10 აგვისტო 2022 13:49
0
ეგ რა რქოსანი ხალხი ყოფილა,ბიჯოოო!ან უიპეშტიდან რატომღა წამოიყვანეს.დღეს სამარცხვინოდ წაგებას ვუსურვებ,გულშემატკივარმა მაგათ თამაშზე რომ აღარ იაროს,ისეთს.არ არიან გულშემატკივრობის ღირსნი.ფუჰ,მომიშალეს ნერვები!
სოსო
09 აგვისტო 2022 19:28
1
მგონი თავად ბუდუ უფრო ცნობადი სახეა ვიდრე ფეჰერვარი როგორც კლუბი))) გაანათხოვრეს 12 თამაში 11 გოლი დააბრუნეს 5 თამაშაი 4 გოლი ვფიქრობ სულ ჰეთრიკები რო აკეთოს ბუდუმ ფეჰერვარია თუ რაცაა მაინც ვერ დაინახავს და ეს ბუდუს უფრო მაღალ დონეზე გაიყვანს.. ვფიქრობ ბუდუს მაგარი ხასიათი ჩამოუყალიბდა და უფრო და უფრო მეტად მონდომებით ეკიდება საქმეს და მადლობა ფეჰერვარს, მალე ახალი კლუბიც არ დააყოვნებს რათქმაუნდა უკეთესი გული მიგრძნობს და სტატისტიკაც ამას ამბობს!!
ბუდუს წარმატებები და ჯამთელობა უსურვოთ დანარჩენს ვფიქრობ მშვენივრად ართმებს თავს და შედეგისაც მალე დადებს!!
შავი კაცი
09 აგვისტო 2022 19:02
0
ყველას გვინდა ბუდუ ტოპ ლიგის გუნდში მარა არა რეალურია მისი იქ გადასვლა. ჯერ ის რომ ასაკიც ისეთი აღარ აქვს და მეორეც არ ყავს ქართველ ფეხბურთელებს აგენტები ნორამლური რით ვერ გავიგეთ? ყარაბახი ბევრად ჯობია ფეჰერვარს და კარგ იქნება მისთვის ლიგაზე თამაშიც. აგერ ფერენცვაროშს აგდებს სტუმრად უგებს და პლე ოფში პლზენეს ხვდება. მგონი კარგი ვარიანტია. ყარაბახის თამაშს ვუყურე ციურიხთან და მშვენიერი გუნდია. ჯგუფში ალბათ დაჯდება და იქაც არ იქნება უშანსო აუტსაიდერი არავისთან, თუ არა ნახავთ. წარმატებები ბუდუს.
G.LA
09 აგვისტო 2022 23:36
1
დარჩათ სხვა ერებს საქართველოოში რამე საყიდი?, ბიჭი ევროპაშია რა ჯანდაბად უნდა წამოვიდეს აზერბაიჯანში? ან და თუმდაც საქართველოში? საქართველო დღეს არის არაბეთიც, რუსეთიც, ოსეთიც, აზერბსაიჯანი,რუსეთიც და რა ვიცი, ეს ქართველები დამჯდარან ან ტელევიზიებში, ან სახლებში და უსაგნო(საგნიანი კიდევ ჯანდაბას)ჭორაობებში აქაფებული აქვთ ენები, ან ვიღაცა ძველ ქართულ სიმღერაზე ახალ კლიპს შექმნის და გაჩაღებულია ტანცი მანცი და ერი ბედნირია. ხვალ სახლიდან რომ გამოხვალ და არაბი გეტყვის სტადიონამდე მისასვლელი მიწა ჩემია მერე იღლიცინეთ. გოგოლმა ისეთი რა უთხრა რუსებს, ვის დასცინით, ილიამ რა გითხრათ ის გაიხსენეთ.
გიორგი
09 აგვისტო 2022 19:15
1
ევროპაში პირიქით ყარაბაღი ითამაშებს და არა ფეჰერვარი ან უნგრეთის გუნდები. მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფს ითამაშებს ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს, რომელი ჯობია ?
akaki
10 აგვისტო 2022 14:59
0
ბათუმის თუ სამომავლოდ მაინვ უნდა რამეს მიახწიოს უნდა აიყვანოს.
რრრ
09 აგვისტო 2022 18:53
2
ახალი ტრენდია ფეხბურთელს კლუბს რო სთავაზობ არ გინდა იყიდოო?
ნოდო
09 აგვისტო 2022 18:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული