ზივზივაძეს სასტარტოში არ აყენებენ, მაგრამ მოედანს უგოლოდ არ ტოვებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ფეჰერვარის" მწვრთნელი მიხელ ბორისი ცოცხალი თავით არ აყენებს ბუდუ ზივზივაძეს ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ქართველი მაინც ახერხებს თავის გამოჩენას.

გერმანელი სპეციალისტი სასტარტოში ბოსნიელ კენან კოდროს ათამაშებს, ზივზივაძე კი მას ცვლის. 4 აგვისტოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, "ფეჰერვარმა" სახლში „პეტროკუბი“ 5:0 გაანადგურა. ბუდუ 46-ე წუთზე შევიდა კოდროს ნაცლად შეცვლაზე, 88-ე წუთზე კი გოლი გაიტანა. დღეს, უნგრეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, საკუთარ მოედანზე "ჰონვედს" 4:0 სძლიეს. ბუდუმ კოდრო 70-ე წუთზე შეცვალა და 83-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა
ტურნირზე 5 მატჩში უკვე 4 გოლია.

სეკეშფეჰერვარული გუნდი 11 აგვისტოს, საპასუხო შეხვედრაში, "პეტროკუბს" უმასპინძლებს, ხოლო 14 აგვისტოს ბუდაპეშტში "ფერენცვაროშს" დაუპირისპირდება.

და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 3 მატჩში 3 გოლია.
საპასუხო შეხვედრები 11 აგვისტოს ჩატარდება.

1
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩაკვემ ითამაშა ძალიან მაგრად, იმედი დამიბრუნდა და სიხარული. რა ვქნა ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება გიოსი
semi
16:45 05-08-2022
0
ბუდუ უძლიერეს 9 ნომრად ჩამოყალიბდა, ძალიან ძლიერია, მინიმუმ საფრანგეთის დონის ჩემპიონატში უნდა თამაშობდეს.
0
ასევე დაგაინტერესებთ
Sportall.Ge
სიახლეები პოპულარული
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბუდუგოლი
0
გიორგი IV-ს - იყო პერიოდი "უდინეზეში" ზიკო თამაშობდა
goga
12:03 08-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული