ჩემპიონთა ლიგა
„აპოლონმა“ ჰაიფაში 0:4 განადგურების შემდეგ ნიქოზიაში 2:0 მოუგო „მაქაბის“, რაც საერთო ჯამში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კვიპროსულ გუნდში ისევ სათადარიგო იყო რევაზ ინჯგია.
„ცრვენა ზვეზდამ“ კვლავ სძლია „პიუნიკს“, ამჯერად ერევანში 2:0 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბელგრადული კლუბის ახალწვეულ ირაკლი აზაროვს ჯგუფური ეტაპიდან ექნება თამაშის უფლება.
ერთი კვირის წინ ბაქოში „ყარაბაღისა“ და სტანისლავ ჩერჩესოვის გაწვრთნილი „ფერენცვაროშის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო ბუდაპეშტში აგდამელებმა მოულოდნელად 3:1 მოიგეს და პლეი-ოფში გავიდნენ.
„შტურმმა“, რომელსაც კვლავ ვერ დაეხმარა ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი, გრაცში კიევის „დინამოს“ 1:0 სძლია და რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც უკრაინელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და ავსტრიული ბარიერი გადალახეს.
ევროპა ლიგა„შკუპი“ სკოპიეშიც დამარცხდა „შემროკ როვერსთან“ - 1:2. ჩრდილომაკედონიელთა გუნდის მცველმა გაგი მარგველაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
კონფერენს ლიგა
„ვოლფსბერგერმა“ საკუთარ მოედანზე 0:0 დასრულებული მატჩის მერე მალტაში 4:0 დაამარცხა „გზირა იუნაიტედი“. გრაცელთა მცველი ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ გადასვლის წინ სამედიცინო შემოწმების გასავლელად იტალიაში იმყოფება.