"ყარაბაღმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროში" გამოაგდო - აზაროვის "ცრვენა ზვეზდაც" პლეი-ოფშია

AutoSharing Option
ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩებში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

ჩემპიონთა ლიგა

„აპოლონმა“ ჰაიფაში 0:4 განადგურების შემდეგ ნიქოზიაში 2:0 მოუგო „მაქაბის“, რაც საერთო ჯამში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კვიპროსულ გუნდში ისევ სათადარიგო იყო რევაზ ინჯგია.

„ცრვენა ზვეზდამ“ კვლავ სძლია „პიუნიკს“, ამჯერად ერევანში 2:0 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბელგრადული კლუბის ახალწვეულ ირაკლი აზაროვს ჯგუფური ეტაპიდან ექნება თამაშის უფლება.

ერთი კვირის წინ ბაქოში „ყარაბაღისა“ და სტანისლავ ჩერჩესოვის გაწვრთნილი „ფერენცვაროშის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო ბუდაპეშტში აგდამელებმა მოულოდნელად 3:1 მოიგეს და პლეი-ოფში გავიდნენ.
სტუმართა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ისევ სათადარიგოთა შორის დარჩა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება აზერბაიჯანულ გუნდში ბუდუ ზივზივაძე გადაბარგდეს.

„შტურმმა“, რომელსაც კვლავ ვერ დაეხმარა ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი, გრაცში კიევის „დინამოს“ 1:0 სძლია და რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც უკრაინელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და ავსტრიული ბარიერი გადალახეს.

ევროპა ლიგა
„შკუპი“ სკოპიეშიც დამარცხდა „შემროკ როვერსთან“ - 1:2. ჩრდილომაკედონიელთა გუნდის მცველმა გაგი მარგველაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

კონფერენს ლიგა

„ვოლფსბერგერმა“ საკუთარ მოედანზე 0:0 დასრულებული მატჩის მერე მალტაში 4:0 დაამარცხა „გზირა იუნაიტედი“. გრაცელთა მცველი ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ გადასვლის წინ სამედიცინო შემოწმების გასავლელად იტალიაში იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
Yarabaxi sanatreli gagvixdaaa fuuu
Oto
10 აგვისტო 2022 22:08
0
ჩერჩესოვს რა გადაეკიდეთ? ეთნიკური ნიშნით?
ზვიადი
10 აგვისტო 2022 21:54
1
გაბალა ჩ/ლიგის პლეიოფში გავიდა და აზერები მინიმუმ სამ ევროტურნირების მაგარ თამაშს ნახავენ, ჩვენ კი......ერთი ადგილი და მომავალ ევროტურნირებამდე ვიზეიმოთ აზაროვის გადასვლა გაზპრომ-ცვენა ზვეზდაში.
შულაია
10 აგვისტო 2022 12:46
7
ცნობისთვის მომავალი წლის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რუსებს თუ არ დაუშვებენ სერბეთი შედის 10 საუკეთესო ქვეყნის ჩემპიონატს შორის და ეს იძლევა 1 ადგილს პირდაპირ ლიგის ჩგუფში შესარჩევის გარეშე.
გიორგი
10 აგვისტო 2022 14:20
0
კარგი გუნდია კია ყარაბახი მარა ეჭვი მეპარება ბუდუს მანდ ბევრი დრო მიეცეს.
რრრ
10 აგვისტო 2022 10:09
2
ვნახე აზერების თამაში არაფერი ისეთი რო ვთქვა არიქადა ჰეე..გუნდმა ითამაშა გამართული ფეხბურთი და რაც მთავარია დიდი მონდომება ქონდა...ასეთი კლუბამდე ბათუმს სულ ცოტა აკლდა ...ალბათ მეტი მონდომება და გამართული ფეხბურთი რომ ეთამაშა ისიც გაივლიდა მინუმუმ 2 ეტაპს...
ასევე
10 აგვისტო 2022 09:01
3
ყარაბაღამდე ბევრი აკლდა ბათუმს (ფეხბურთელების წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი აკლია), არ გვინდა ეს თავის მოტყუება - ყარაბაღი წლებია ევროთასების ჯგუფებში გადის და სხვა გამოცდილება აქვს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 5-6 ექვსი ისეთი დონის ფეხბურთელი აკლია, რომლებიც დღეს არსებულ ფეხბურთელებზე ერთი თავით მაღლა იდგებიან. მერე შეიძლება რეალურ წარმატებაზე ფიქრი.
დათა თუთაშხია
10 აგვისტო 2022 11:45
1
და მეტ რაღა განსაკუთრებულობას თხოვ? სიტი და ბაიერნი ვერ იქნება, მაგრამ ბათუმს როგორ ადრით? ნუთუ სხვაობის დანახვა ასე ძნელია?
ზურა
10 აგვისტო 2022 11:21
4
ყველა გამოხმაურება
რატო გიკვირთ? აზერების ჩემპიონატი ჩემი აზრით ბევრ ევროპულ მეორე რანგის ჩემპიონატს ბევრად ჯობია. ფაქტია რომ აზერებს ვეღარ უგებენ.
ika
10 აგვისტო 2022 08:44
3
ვგულისხმობ, რომ ყარაბაღელებმა პოლონელები გაანადგურეს. შვეიცარიის ციურიხი გამოთიშეს, უნგრელებიც ზედ დააყოლეს. ნეფთჩიმ ავსტრიის ვენის რაპიდი დაამარცხა. ვიღა დარჩა ისეთი?
იკა
10 აგვისტო 2022 11:24
1
ბუდუსთვის ყარაბახი საუკეთესო ვარიანტია
მერაბი
10 აგვისტო 2022 02:22
12
საუკეთესო ვარიანტია.
ირაკლი
10 აგვისტო 2022 08:45
8
მაგარი გუნდია ყარაბაღი და წარმატებებს ვუსურვებ
რაბუ
10 აგვისტო 2022 02:02
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული