ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეში" ჩაირიცხა - კლუბმა მცველი სერია A-ს განაცხადში უკვე შეიყვანა და უახლოეს პერიოდში წარადგენს

AutoSharing Option
სერია A-ს ოფიციალური საიტი გვამცნობს, რომ 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეში" ჩაირიცხა და კლუბმა ის კალჩოს მომავალი სეზონის განაცხადში უკვე შეიყვანა.

სავარაუდოდ, ჩვენებურის ოფიციალური წარდგენა ახალ გუნდში დღეს მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, "კრემონეზე" "ვოლფსბერგერს" ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მთავარი თამაშია და სწორედაც მოიქცა, აგერ ვნახავთ ეგ კრემონეზე ვერონაზე ნაკლები გუნდი თუ იქნება წელს. წარმატებები ლუკას.
გია
10 აგვისტო 2022 16:31
1
ვაჰ როგორ გამიხარდაა,წარმატებები ლუკა!!!
გიორგი
10 აგვისტო 2022 16:27
0
რამდენიმე დღის წინ ვერონაზე არ იყო ლაპარაკი თუ სასუოლოზე და ახლა კრემონეზე?? ეს რანაირად ხდება?
odala
10 აგვისტო 2022 15:51
12
როგორც დაიწერა ძირითადში თამაშის გარანტია მიიღო კრემონაში.ვერონა კი გაცილებით ძლიერი კლუბია და იქ ძირითადში მოხვედრა ჯერჯერობით გაუჭირდებოდა.
master
10 აგვისტო 2022 16:21
0
კი იყო ვერონას ვარიანტიც მაგრამ საბოლოოდ ეს გამოვიდა და პირადად ჩემი აზრით უკეთესიცაა.
აკო
10 აგვისტო 2022 16:11
1
ლუკა დარქმუნებული ვარ მაქსიმუმ 1 წელიწადში ნაკრების დაცვის ლიდერი გახდები, შენი იმედი მაქვს, არაფრის მოგერიდოს, მიდი შეუბერე!
ვენეციის კომისია
10 აგვისტო 2022 14:48
3
ძალიან კარგია სერია-ა ქართველი ფეხბურთელებისთვის შინური უნდა გახდეს,ზოგადად მე ვფიქრობ სერია-ა და პრიმერადივიზიონი ქართველი ფეხბურთელებისთვის აფრო ადვილი ასათვისებელი იქნება, რა თქმა უნდა უდიდესი შრომის ფასად, რადგან იტალიელები და ესპანელები როგორც გარეგნულად ისე მენტალიტეტით, ძალიან გვანან ქართველებს.მამარდაშვილი,კვარაცხელია ახლა ლოჩოშვილი,ეს ზალიან კარგია.ლოჩოშვილი მალე გხდება სერია-ა-ში ცნობილი ფეხბურთელი და ნაკრებში გაუალი კედელი,წარმატებები მას.
qomagi
10 აგვისტო 2022 14:46
3
წარმატებები ლუკას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
10 აგვისტო 2022 14:39
2

სიახლეები პოპულარული