"ნაპოლი" აღარ არსებობს - უფრთხილდით ქართველ ჯადოქარს" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"ნაპოლი" კასტელ დი სანგროდან ნეაპოლში დაბრუნდა და სეზონის სტარტისთვის მზადება კლუბის ბაზაზე გააგრძელა. გუნდის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს უკვე შეაყვარა თავი და მასთან სურათებს იღებენ. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ქართველს ახალ "ნაპოლიში" განსაკუთრებული როლი მიენიჭება და მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

Football Italia: "სამი ლეგენდის წასვლის შემდეგ, "ნაპოლი" გარდამავალ პერიოდში ახალ კამპანიას იწყებს. ჟურნალისტი და ბლოგერი სტივენ კასევიჩი მიიჩნევს, რომ ნეაპოლელებს მაინც შეუძლიათ სკუდეტოსთვის ბრძოლა.

იმედგაცრუების მერე ოპტიმიზმის მცირედი გრძნობა დაბრუნდა, როდესაც რიგი დამაინტრიგებელი ტრანსფერი განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებს
შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, სამხრეთკორეელი კიმ მინ ჟაე, ნორვეგიელი ლეო ოსტიგორდი და ურუგვაელი მატიას ოლივეირა დაიმატეს.

მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა. სერია A-ს წამყვან კლუბებთან კონკურენციისთვის ახალბედების სწრაფი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი იქნება. ჩემპიონობა ძალიან შორი პერსპექტივა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კი უფრო რეალური ამოცანაა.

საკვანძო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი უნდა გახდეს და ტრავმებს თავი აარიდოს, რათა გუნდი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე არ დარჩეს. როდესაც მან "ინტერთან" მატჩში (3:2) ყბის ძვლის მოტეხილობა მიიღო, 8 თამაში გამოტოვა და მისმა გუნდმა 3 მარცხი განიცადა.

სპალეტიმ უკვე თქვა, რომ ტოპ-კლუბებთან რთული ბრძოლები ელით. ეს მწვრთნელის ძალიან გასაგები განაცხადია, რომელიც ცდილობს დიდი მოლოდინი არ შექმნას.

გასულ სეზონში ოსომენი ხშირად რჩებოდა თავდასხმაში ეულად და სპალეტიმ საჭიროა ცენტრფორვარდისთვის შექმნას უფრო წინწაწეული შემტევი ტრიო, რათა ეს რგოლი მეტად ბალანსირებული გახდეს.

უფრთხილდით ფლანგზე ქართველ ჯადოქარს
ხვიჩა კვარაცხელია ყველა ასპექტში ხმამაღალი შენაძენია

21 წლის თბილისელი ფეხბურთელის წინაშე მარცხენა ფრთაზე ინსინიეს შეცვლის რთული ამოცანა დგას. ბრწყინვალე ტექნიკით და ბურთის ჯადოქრულად ფლობით ის თვით ყველაზე პესიმისტ ფანებს ააღელვებს და მომავალ კამპანიაში უდავოდ ყურადღებას იმსახურებს".

CBS Sports: "ნაპოლი" ახალ ერას იწყებს. გუნდი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, მეტად აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უნდათ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პრეტენდენტებად დარჩნენ, ახალი ლიდერის მოძიება მართებთ.

სატრანსფერო ფანჯრისას შეტევის ხაზში აღსანიშნავი შენაძენი არ გაუკეთებიათ, მხოლოდ სამი მცველი დაიმატეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მექსიკელმა ირვინგ ლოზანომ შეიძლება ბოლოს და ბოლოს თავის წარმოსაჩენად შანსი მიიღოს.

ძალიან პერსპექტიულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერ უნდა ჰქონდეთ იმედი, რათა თავდასხმის ამ რგოლმა გარკვეული სტაბილურობა შეიძინოს და აუცილებლად უნდა იყოს ნამდვილი შემოქმედი, რომ ცოტა ხნის წინ მიღწეული წარმატება გაიმეორონ - მეტადრე იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰალანდს ვინც ფეხბურტელი დაუძახოს მე იმის......!!! ეგ მენახირე ეგა.ჯორივით კუნტრუშობს და ჯანის ხარჯზე ჩაგრავს სხვებს.
კ ო მ ბ ლ ე
14 აგვისტო 2022 09:25
1
კვარა ჰოლანდს სჯობიაო ვიღაცა(სხვა სიტყვას ვერც დაუძახებ) რომ იტყვის,იმან მართლა არ უნდა უყუროს ფეხბურთს.ბუნდესლიგაში და პრემიერლიგაში თითქმის ყველა თამაშში გოლი გააქვს ბიჭს. ვაი შენს პატრონს უბედურს. შემიდარა მათხოვარ რუსეთში ნათამაშევ ფეხბურთელს. ჰოლანდზე მაგარი რომ ყოფილიყო გვარდიოლა ხვიჩაში გადაიხდიდა უზარმაზარ თანხას.ასე რო პროფესორა გიჯობს ბადმინტონს უყურო.
zaza
12 აგვისტო 2022 08:36
7
ეხლა რას იტყვი დედიჩ?
Nika
23 მარტი 2023 18:11
0
ჯერ ერთი ჰალანდი სხვა პოზიციაზე თამაშობს და მისი პირდაპირი მოვალეობაა გოლების გატანა, ხვიჩას და ჰალანდს რომელი ჭკვიანი ადარებს საინტერესოა, მერე მეორე, ხვიჩამ გთხოვათ ვინმეს შემადარეთო? რა შუაშია ეს ვითომ ირონიული, დამამცირებელი ლაპარაკი, თქვენი აზრით მაგით ხვიჩას დაკნინებას ცდილობთ? კი ცდილობთ და წვალობთ მაგრამ არ გამოგდით.
თქვენნაირები არიან ზუსტად, ოღონ თამაში ჩაუვარდეს და გამოხტებით მერე აი ხომ ვამბობდიო. ჩვეულებრივი ლუზერები ხართ და ლუზერზ ყოველთვის უხარია სხვისი წარუმატებლობა, რადგან თავის ლუზერულ ეგოს ამით იმშვიდებს :)
(ლუზერი წარუმატებელს ნიშნავს )
ხვიჩას რაც შეეხება, მისი არავისთან შედარება არაა საჭირო, უყურეთ და დატკბით უბრალოდ მისი თამაშით, ვის ჯობია და ვის არა ეგ ორღობის ჭორაობაა თქვენი მხრიდან და სხვა არაფერი.
თუ ცუდად წავა მისი კარიერა ეს მარტო მას დააკლდება და ამით თქვენ ნამდვილად ვერ გახდებით წარმატებულები :)
!!
13 აგვისტო 2022 18:09
1
ზედმეტი ხომ არ მოგვდის? ჯადოქარი,გენიოსი,ფენომენი.მაშინ მბაპე და ჰოლანდი ვინ არიან? ხვიჩას ასაკში ერთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მეორე გოლების მანქანაა.ხვიჩა არის ნიჭიერი ტალანტი და ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი.შეეშვით ამ უაზრო ხავილს და აცადეთ ბიჭს.ასე ბღაოდით ჩაკვეტაძეზე და იმის შემდეგ ფეხბურთი ვერ ითამაშა ბიჭმა.წარმატებები ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს.
zaza
11 აგვისტო 2022 12:00
6
ჯერ ერთი ჯადოქარი იტალიელებმა უწოდეს, ...და რა გავაკეთოთ ახლა, იტალიელებს ვუთხრათ, ნუ ეძახით ჯადოქარს, იცით რა, ჩაკვეტაძესაც ასე ეძახდნენ და მერე ტრავმა მიიღო და ამიტომ თავი შეიკავეთ და ჯადოქარს ნუ დაუძახებთ თქვა თუ რას ამბობ ერთი კარგად გაგვაგებინე, ჰალანდზე ნაკლები თუ გგონია კვარა, ჯობია ფეხბურთს საერთოდ არ უყურო.
zaza-ს
11 აგვისტო 2022 18:23
2
თქვენი აზრით ჩაკვეტაძეს რომ აქედბდნენ იმიტომ ვეღარ თამაშობს? რაღაც ზეუნებრივმა ძალებმა გააფუჭა ? თუ არაა ფეხბურთელი პროფესიონალი და თუ აქცევს აჟიოტაჟს ყურადღებას, ის არც ქების შემთხვევაში ივარგებს და არც გინების.
ყველას აქვს უფლება აჟიოტაჟი ატეხოს და მოსწონდეს კონკრეტული ფეხბურთელი, ან არ მოსწონდეს. არავინ ბღავის, ყველა ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ. კორექტულად ჯობია მივმართოთ ერთმანეთს.
ქებას და აჟიოტაჟს თუ ვერ უძლებს ფეხბურთელები ის არცაა სპორტსმენი და ეგ ყოველთვის ჩანს. ხვიჩას შემთხვევა სხვა არის. ის არ აქვევს ყურადღებას როგორც თქვენ უწოდეთ - "ბღავილს" !
Skeleton
11 აგვისტო 2022 13:20
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული