"ხვიჩას კონტრაქტში უწერია, რომ თუ ამას არ გააკეთებს, არ ათამაშებენ..." - ფედელემ კვარაზე იხუმრა და დე ლაურენტისს მატყუარა უწოდა

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ რადიო "მარტეზე" გადაცემა Marte Sport Live-ის ეთერში "ნაპოლის" პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მისამართით კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

ფედელე რამდენიმე სიტყვით ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც შეეხო და მის კონტრაქტზე გაიხურმა კიდეც, რადგან ხვიჩას დრიბგლინგები იტალიაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. მან ხუმრობით თქვა, რომ თუ "კვარა" თამაშის დროს მინიმუმ სამ დრიბლინგს არ შეასრულებს, არ ითამაშებს. 

"არ ვეთანხმები დე ლაურენტისს გეგმას "ნაპოლიში" რევოლუციური ცვლილებების და განახლების შესახებ. მან მოგვატყუა! დიბალას ტრანსფერის შესახებ, ეს ერთადერთი ტრანსფერი იყო, რომელიც შეიძლებოდა რაიმეში
დაგვხმარებოდა.

ასევე მან მოგვატყუა კულიბალის შესახებ... სენეგალელისთვის კონტრაქტის განახლება არასდროს შეუთავაზებია, იმიტომ რომ "ჩელსიმ" მასში დიდი ფული შესთავაზა. დე ლაურენტიმა სხვა გზა არ დაუტოვა კულიბალის და მერტენსს, გარდა იმისა რომ წასულიყვნენ.

"ნაპოლის" ფანები მედიის წინააღმდეგ არიან? - მედია თავის საქმეს აკეთებს და "ნაპოლი" ცდილობს ფანები დაგვიპირისპიროს.

რა სქემით ითამაშებს "ნაპოლი" ახალი სეზონიდან? ამის თქმა რთულია, მათ არ დაიმატეს დიბალა, რადგან 4-3-3 სქემით თამაშს აპირებენ. ჩემი აზრით, მათ ამისთვის საჭირო მოთამაშეები არ ჰყავთ

ვიქტორ ოსიმენს პასები სჭირდება, ვინ გააკეთებს ამას? ხვიჩა კვარაცხელია? ქართველს კონტრაქტში უწერია რომ თამაშის დროს მინიმუმ სამ დრიბლინგს თუ არ შეასრულებს, არ ითამაშებს (ხუმრობით თქვა)", - ამბობს ენრიკო ფედელე.

მომზადებულია Areanapoli.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
იმას კი არ აცლიან ჯერ ათმაშდეს და შეხედონ ეგრევე დასჩხავიან ყვავებივით!! ვინ არის ეგეთი ეს ოსიმენი წაიღეს ტვინი , ამ კრიტიკოსებს მოაკეტინონ საერთოდ არ შეიძლება?!
ჯაბა
12 აგვისტო 2022 06:41
1
ტრანსფერმარკეტს ქინქლაძის ბიოგრაფიაში ევრო უწერია 4 მილიონი გაყიდვა ევრო იმ დროს საერთოდ არ იყო ბრუნვაში.
35
11 აგვისტო 2022 19:56
0
2 მილიონი ფუნტი იყო გადახდილი
35
11 აგვისტო 2022 19:39
0
ეს ხუმრობა იმას ნიშნავს, რომ კვარა ზედმეტად დრიბლიორიაო, მაგრამ რა ვქნათ, ამაშია ხვიჩას სიდიადე, სამაგიეროდ 1-2 ს ისეთს გააკეთებს, თამაშის ბედს გადაწყვეტს.
s
11 აგვისტო 2022 19:36
0
ილაპარაკონ ილაპარაკონ. აგერ იწყება 3 დღეში სერია ა და ვნახოთ ერთი მერე როგორ ისაუბრებენ. სრული შოუ დაიდგმება იტალიაში ხვიჩას მიერ.
ქართველი
11 აგვისტო 2022 18:14
0
რივალდო დეპორტივოდან გადავიდა კარლოსი ინტერიდან
Guja
11 აგვისტო 2022 18:01
0
რივალდო დეპორტივოში იმ წელს უკაცრავად
35
11 აგვისტო 2022 17:10
0
და კარლოსი კიდევ ინტერში :)
Superman
11 აგვისტო 2022 17:34
0
1995 წელს ქინქლაძე გაიყიდა 4 მილიონად სიტიში,რივალდო იმ წელს 2.5 მილიონად პალმეირასიდან ბარსელონაში ,კარლოსი 3.5 პალმეირასიდან რეალში , ზიდანი 3.5 მილიონად ბორდოდან იუვენტუსში .
35
11 აგვისტო 2022 17:02
2
მანიუ იხდიდა 2 ლიმონს, სიტიმ 2.5-იო. ჰოდა მხედრიონმა (დინამოს ვეფხვაძე-სვანაძე აკონტროლებდნენ) ნახევარი ლიმონი რატომ დავკარგოთო და მიყიდეს სიტის.
ფული ბაბა, ფული..
12 აგვისტო 2022 10:04
0
ქინქლაძის სატრანსფერო თანხა 2 ლიმონი იყო, რივალდო დეპორტივოში გადავიდა და რობერტო კარლოსი ინტერში.
რა ჭორებს ავრცელებ!!!
მეგრელი
11 აგვისტო 2022 18:13
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული