Спорт-Экспресс: მარტო კვარაცხელია ლიდერებს ვერ შეცვლის - სპალეტის გადააყენებენ

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესმა" სერია A-ს სტარტს წერილი მიუძღვნა, "ნაპოლის" შანსები პესიმისტურად შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ ამონარიდს:

"ტოპ 4-ში უეჭველი მოხვდება სამი კლუბი - "ინტერი", "მილანი" და "იუვენტუსი". "ნაპოლის" კი საჩემპიონო კვარტეტში "რომა" შეცვლის. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა რიგი ლიდერები დაკარგეს, მარტო ხვიჩა კვარაცხელია ვერ შეძლებს ორ ლიდერთან, ლორენცო ინსინიესთან და დრის მერტენსთან განშორების კომპენსირებას. და მეორე: ლუჩანო სპალეტი გუნდთან მუშაობის იმ პერიოდთანაა ახლოს, როდესაც იდილიის ნაცვლად კრიზისი მოდის.

ვისიც საერთოდ არ მჯერა, ეს "ნაპოლია". სამხრეთელებმა ლორენცო ინსინიე, დრის
მერტენსი და კალიდუ კულიბალი დაკარგეს და ლუჩანო სპალეტიმ თავისი შანსი ხელიდან გასულ სეზონში გაუშვა. ამ სეზონში ტრადიციულად ჩავარდნა, გასახდელში კონფლიქტები და ვადამდე გადადგომა იქნება. ტოპ 4-ში ვაკანტურ ადგილს "რომა" დაიკავებს - თუ ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგაზე ახლაც ვერ გაიყვანს გუნდს, მაშინ პორტუგალიელის პენსიაზე გასვლის დრო მოვა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
Რუსებს შური და ბოღმა დაახრჩობთ!
Ზაზა
14 აგვისტო 2022 20:52
0
რედაქციას! თხოვნა მექნება, რომ საარარაობეთში დაბეჭდილი ბოდვები არ გამოაქვეყნოთ.
ან, შექმენით ცალკე რუბრიკა "ბოღმანიუსი" და ასე შემდეგ.
ქართველი
14 აგვისტო 2022 12:56
1
Kvaras rogorc rus ise rato uyurebeen saertod ras dardoben napoli ras izaavs. vinmem gamarkviet
Oqri
14 აგვისტო 2022 11:26
2
sport express.ru კოკორინს და მირანჩუკს მიხედეთ ჯობია,ხვიჩაზე ნუ ნერვიულობთ,რომ მარტოს გაუჭირდება თურმე ნაპოლის წინ წაწევა...
Მეზღვაური
14 აგვისტო 2022 01:34
1
მარჩიელობა მაგრა იციან რუსებმა.
._.
14 აგვისტო 2022 01:26
1
თუ აცლიან ხვიჩას და იმ გამოქლიავებული პროფოსორივით არ მოსთხოვენ მარტო ოსიმენის პასებით მომარაგებას და არ დაუწყებენ ახლა არ იმატავო ახლა კარში არ დაარტყა და ა.შ რამეს იზამს.
რრრ
13 აგვისტო 2022 23:13
1
ვინ ეკითხებათ საერთოდ! იტალიაში ერთ ქალაქ ნეაპოლში გუნდის მწვრთნელის საქმე ესე ნიშნის მოგებით რო წერენ თითქოს რამე იცოდნენ ან თამაში ან ომი ან შეკეთება ...
giorgi
13 აგვისტო 2022 22:17
5
იმიტომ რომ სპალეტიმ რუსეტს უღალაწა.
ოჰ. ოხრავენ რუსები დიდის ამბით
13 აგვისტო 2022 20:48
4
რაღა უღალატა 5 წელი იყო ზენიტის მწვრთნელი ერთი 50 მილიონი წამოიღო და წამოვიდა კმაყოფილი
Soso
13 აგვისტო 2022 21:44
1
გეუბნებით რა ვერ იტანენ კვდებიან ცუდად ხდებიან ქართველის წარმატებაზე ესენი. ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ სულ სხვანაირი იქნებოდა "პროგნოზი" იქ ერთი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია რომ არ იყოს. რომელიც ვითომ "ბათუმის ნაპოლიში" მიდიოდა როგორც რუსები იგესლენოდნენ და ინსინიეს შეცვლაზე საერთოდ ისტერიკები ემართებოდათ
LUKAKU9.
13 აგვისტო 2022 20:40
2
და სპალეტის რატომ გადააყენებენ ? რაა მაგან გაყიდა გუნდის ლიდერები ?? სპალეტიმ იცის როგორ უნდა ათამაშოს გუნდი წინ სამი მაგარი შემტევი ყავს ხვიჩა ლოზანო და ოსიმენი პლიუს ეხლა სიმეონეც დაემატათ და ასე ადვილადე ვერ გაიჯეკილებენ გრამდებიც კი ნაპოლისთან შიტევაში როცა ეცოდინებათ რომ პატარა შეცდომას მოყვება დასჯა ამ ოთხეულისგან და პირველ რიგში ხვიჩასგან ! ხვიჩა კონტრშეტევებში უმაგრესი იქნება !
zura222
13 აგვისტო 2022 20:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული