მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა და თან როგორი გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში თავი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა.

„მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ვალანსენს“ 2:0 სძლია, მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, 86-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 89-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 3 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

„მეცი“ 6 ქულით მე-5 ადგილზეა და 20 აგვისტოს გასვლაზე „ლავალს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სანამ პირველში იყო, მანამდე არ ათამაშეს საფრანგეთში, იმედია ამოათრევს მეცს და დაუფასდება
zviadi
14 აგვისტო 2022 16:30
0
ყოᲩაᲦ მასე გააგრᲫელე.
გოჩა
14 აგვისტო 2022 15:43
0
100%-ით ვეთანხმები ირაკლის აქ პრაგმატული თვალსაზრისით პასი უნდა გაკეთებული იყო თუ ეს კომპონენტი არ გაითვალისწინა დიდი გუნდი არ აიყვანს.
რრრ
14 აგვისტო 2022 15:18
5
ყველაფერი შეასრულა იდეალურად პასის გაკეთება არ ეშლება. მთვარი ისაა რომ ის არ მიეკუთვნება იმ თავდამსხმელების კატეგორიას ვისაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში ფეხები უკანკალებს
ფეხბურთის ქომაგი
14 აგვისტო 2022 16:20
0
წარმატებები გიორგის!!! სანიმუშო ქართველია!!!
tngh
14 აგვისტო 2022 14:59
0

საგოლე მომენტების რეალიზაციაზე უნდა იმუშაოს,ბევრ მომენტს აფუჭებს
კახა
14 აგვისტო 2022 14:55
1
ახლა რასაც დავწერ ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ სათქმელი უნდა უთქვას.
პირველ რიგში ძალიან მაგარი ბიჭია და წარმატებები მას კლუბშიც და ნეკრებშიც.
მაგრამ, ეს გოლი რომ ვერ გაეტანა (რასთანაც ძალიან ახლოს იყო, მეკარემ თითქმის მოიგერია) მიქაუტაძე კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდებოდა უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს პასი რომ არ გაუკეთა. ნაკრებშიც იყო ასეთი შემთხვევა. ასე რომ ამ ასპექტში უფრო მეტი უნდა იფოქროს გუნდზე!
Irakli
14 აგვისტო 2022 13:48
1
გიო ძაან მაგარი ბიჭია , პირველ ტურში შეთხარა საგოლე გააკეთა , მეორეში დაგლიჯა არ გაუმართლა ძეელს მოარტყა , მესამეში ისევ შეთხარა , ძაან ბევრა გაიტანს და ლიონი დაითრევს
ლშა_იუვენტინო
14 აგვისტო 2022 01:59
2
მაგარი გოლი გაიტანა წარმატებები მიქაუტაძე იმედი მაქვს კიდევ ბევრს გაიტანს და მომავალ სეზონში უკეთეს გუნდში გადავა სასურველია ტოპ ლიგის კარგ გუნდში ამის პოტენციალი მას ნამდვილად აქვს მთავარია გოლების გატანა გაგრძელოს.
ზურა
14 აგვისტო 2022 01:28
0
ჟორჟ, მხევი ხარ, მხევი! ეგრე გააგრძელე და პსჟ და მანჩესტერი შეგეხხვეწება.
რუსეთს რაააა?
14 აგვისტო 2022 00:55
1
ვიდეო დადეთ რა.
რრრ
14 აგვისტო 2022 00:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული